Category Archives: ფეხბურთი

ლუდის შესახებ არსებული და უარყოფილი ექვსი მითი

არსებობს მითები და ჭორები ლუდის შესახებ, რომლებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 6 მითის შესახებ, რომლებიც აღარ უნდა დაიჯეროთ. ქვემოთ მოცემულია ექვსი ყველაზე აღმაშფოთებელი სტერეოტიპი და შესაბამისი რეალური ფაქტები:

Continue reading

მეცნიერების კვლევები კვლავ ადასტურებენ ლუდის სამკურნალო თვისებებს

Ercury News – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლესი კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ  ანტიკური კულტურები  ლუდს თურმე არა მხოლოდ  ყოველდღიური ცხოვრებით გამოწვეული სტრესის დასამარცხებლად, არამედ სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებდნენ.

Continue reading

სამი ამბავი ლუდსა და გამარჯვებაზე: N3 – შაბათი

შაბათი გათენდა ლუდისფრად და იმედიანად. გაღვიძება არ იყო ადვილი, მაგრამ მონდომებამ და საქმის სიყვარულმა დაძლია ყველა წინაღობა :) აზრზე მოსვლას, ქომაგების დახვედრასა და ერთ საინტერესო ადამიანთან ყავის სმას რომ მოვრჩი, უკვე 8 ხდებოდა და სოსომაც თავაზიანად გამიყვანა თამარ მეფისა და აღმაშენებლის გადაკვეთამდე.

Continue reading

“ნატახტარის” შიდა-ტურნირი ფეხბურთში

2009 წლიდან ნატახტარის ინიციატივით კომპანიაში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი იმართება. ნატახტარსარც წელს დაურღვევია ტრადიცია და ზაფხულის დადგომასთან ერთად სპორტულ ასპარეზობაში მონაწილე გუნდებმაც გულმოდგინე სამზადისი დაიწყეს.

წლევანდელი შიდა ჩემპიონატი გამორჩეული იყო, რადგან ასპარეზობა ნატახტარისმიერ სოფლისათვის აშენებულ სტადიონზე ჩატარდა. საფეხბურთო სტადიონი სოფელ ნატახტარში, ლუდსახარშთან ახლოს, საგანგებოდ ამ ასპარეზობისთვის აშენდა და კეთილმოეწყო. ტურნირის დასრულების შემდეგ კომპანიამ სპორტული მოედანი სოფლის ახალგაზრდობას გადასცა საჩუქრად.

წელს ჩემპიონატი 23 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებდა 10 გუნდი.

ჯგუფური ეტაპის ურთიერთ გადათამაშების შედეგად ჯგუფებიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ნახევარფინალურ მატჩებში შეხვდნენ:

1.ჩამოსასხმელი I – გვრიტო II

2. ჩამოსასხმელი II – გვრიტო I

ჩატარებული თამაშების შედეგად ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორივე ჩამოსასხმელის გუნდი დაუპირისპირდა. მატჩი ჩატარდა 26 აგვისტოს. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, თამაში ფინალისათვის დამახასიათებელი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამარჯვება ჩამოსასხმელის პირველმა გუნდმა მოიპოვა და მეორედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული და კიდევ ერთი თასი შემატა კოლექციას. შესაბამისად, მეორე ადგილი ჩამოსასხმელის მეორე გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულებს გარდამავალი თასი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა - მეჰმეკოჩაკმა გადასცა. ჩემპიონები დღესაც აგრძელებენ ვარჯიშს, რათა სათანადო ფორმაში შეხვდნენ მომავალ სეზონს. ვუსურვოთ მათ წარმატება!…

კოკა მიქელაშვილი