ვინ არის ვასო?

კამპანია „საჭესთან ფხიზლად“ აქტიურ ფაზაში შედის

13 ოქტომბერს,  ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღის აღსანიშნავად ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გამართულ ვას-ოს კლიპის პრეზენტაციაზე უფროსკლასელები შეიკრიბნენ.

ვას-ო

ვ-ინც

ა-რ

ს-ვამს

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებზე გამკაცრებული ჯარიმები ძალაში 2010 წლიდან შევიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნასვამობით გამოწვეული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მაინც ძალიან მაღალია: მხოლოდ 2011 წლის იანვარ–სექტემბრში 3,277 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, რომლის დროსაც დაიღუპა – 391, დაშავდა – 4,917 ადამიანი. აქედან სიმთვრალით – 209 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.

ალკოჰოლი რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტი და სუფრის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ კამათობს. მაგრამ საუკეთესო ალტერნატივა ასეთ დროს, იმ კონკრეტულ დღესასწაულზე/სუფრაზე შეკრებული ჩვენი სამეგობრო წრიდან ერთ-ერთი პიროვნების არჩევა და მისი ვას-ოდ დასახელებაა.

ვას-ო (აბრევიატურა: -ინც  -რ -ვამს) არის ცნობილი ბელგიური და ჰოლანდიური BOB-ის ერთგვარი ქართული ანალოგი, ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარი ნებით და მეგობრების საერთო გადაწყვეტილებით ამა თუ იმ შეკრების/დღესასწაულის ფხიზელი მძღოლია და მეგობრები შინ მშვიდობით მიყავს.

მაია ქობალია („საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი): „კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“ მომავალშიც განაგრძობს საგზაო უსაფრთხოების თემატიკის საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების გადაღებას და ახალგაზრდებთან (და არამარტო მათთან) აქტიურ თანამშრომლობას, რადგან მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდებში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომით და სხვა ადამიანური ფაქტორებით არის გამოწვეული; ალკოჰოლური თრობის დროს საჭის მართვა კი საგრძნობლად ზრდის ისეთი შეჯახების ალბათობას, რომელიც სიკვდილს ან მძიმე ტრავმას იწვევს. კამპანია „საჭესთან ფხიზლად!’’ სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცნობიერების ამაღლებამ, მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებულობამ და ამის შედეგად მათი ქცევის შეცვლამ, ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვით გამოწვეული საგზაო შემთხვევების და ჯარიმების  თავიდან ასაცილებლად კი ვას-ო საუკეთესო გამოსავალია.“

სალომე საღარაძე (კლიპის რეჟისორი): „სპეციალურად ისეთი პერსონაჟი შეირჩა, რომ თითოეულმა ქართველმა თავის თავთან გააიგივოს ვას-ო და მსგავს სიტუაციებში ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ანალოგიურად მოიქცეს. კლიპში კი ლუდი „ნატახტარი“ იყო გამოყენებული, რომელიც თავისი საუკეთესო ფერისა და გემოს გამო შეირჩა.“

კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა, პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: გენერალური სპონსორი - კომპანიანატახტარი“, დონორები – სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

კამპანია “საჭესთან ფხიზლად!” აქტიურ ფაზაში შედის

ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

13 ოქტომბერს, „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გამართა სპეციალური შეხვედრა აკადემიის უფროსკლასელ მოსწავლეებთან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ,,საჭესთან ფხიზლად!“ კამპანიის და ახალი პერსონაჟის ვას-ოს (აბრევიატურა: -ინც  -რ   -ვამს) პრეზენტაცია გაიმართა.

კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა, პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: გენერალური სპონსორი - კომპანია „ნატახტარი“, დონორები – სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდებში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა, საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე უფროსკლასელებთან – მომავალ ახალგაზრდა მძღოლებთან საუბარი, მათ კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

უფროსკლასელებთან შეხვედრა  ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა -  სტუმრებმა მოსწავლეებს სხვადასხვა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობის  შესახებ. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ მაისურები და პოსტერები გადაეცათ.

საგზაო უსაფრთხოების აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” და სარესტორნო ქსელ “GMC Group”-მა:  კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებში დარიგდა კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ სამანქანო სტიკერები. ხოლო სარესტორნო ქსელ GMC Group-ის რესტორან „შემოიხედე გენაცვალეში“ ყველა მომსახურე პერსონალს ეცვა კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ მაისური, რითაც მათ საგზაო უსაფრთხოების საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დარიგდა ასევე სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

“ნატახტარმა” და “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კომპანია “ნატახტარმა” და პიარსააგენტო “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსის ყველა მონაწილეს “ედრესის” 150 ლარიან სასაჩუქრე ბარათთან ერთად , ფულადი პრიზები გადაეცათ.

კომპანია “ნატახტარმა”, პიარსააგენტო “ჯეპრასთან” ერთად, კონკურსი თემაზე “ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” 28 აპრილს გამოაცხადა.

კონკურსის მიზანი იყო, მედიის საშუალებით ქართველ მომხმარებელს მიწოდებოდა სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია ლუდის ადგილობრივი წარმოებისა და ლუდის ხარშვის ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. კონკრეტულად კი კომპანია “ნატახტარის” სიახლეების, ბრენდების, მისი წარმადობის, ექსპორტისა და ნატახტრის წყლის უნიკალურობის შესახებ.

“ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” მედიაკონკურსის ჟიურის წევრები ზვიად ქორიძე, რუსუდან ვაშაკიძე, თეონა დოლენჯაშვილი, სოსო გალუმაშვილი, ვახტანგ გვახარია, ელდარ ნადირაძე იყვნენ.

ნატახტარის გათამაშება დასრულდა

გამარჯვებულები ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან…

კომპანია „ნატახტარის“ ტრადიციული საზაფხულო გათამაშება – „აისრულე სურვილები ნატახტართან ერთად“ – დასრულდა და მთავარი პრიზის, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 2 საგზურის მფლობელთა ვინაობაც უკვე ცნობილია. გამარჯვებულები, გიორგი შიუკაშვილი და ავთანდილ ბუკია ერთი კვირით გაემგზავრებიან ქალაქ პალმერსტონში, სადაც გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი. საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები, ასევე სპეციალური ტურები და ჯიბის ფული.

გიორგი შიუკაშვილი

ავთანდილ ბუკია

მნიშვნელოვანია, რომ “ნატახტარმა” როგორც ქართული სპორტის და მათ შორის რაგბის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება ახალ ზელანდიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასს დაუკავშირა. წლევანდელი „ნატახტარის“ წამახალისებელი გათამაშება 15 ივნისიდან დაიწყოდა 15 სექტემბრამდე გაგრძელდა. გათამაშებაში იყო 1000 ლარი – ყოველდღიურად, 5000 ათასი – კვირაში ერთხელ და დიდი პრიზი – 20 ათასი ლარი. ყველას, ვინც შეიძენდა ნატახტარს, ქარვას, ექსტრასა და კასრის ნებისმიერი ზომის ბოთლს, შეეძლო ფასიანიპ რიზები მოეგო. ლუდი კასრის მოყვარულ 2 ადამიანს კი მისცა შანსი განსაკუთრებული საჩუქრის – რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზურის მფლობელიც გამხდარიყო. აღნიშნული ფულადი პროზების გარდა, გათამაშდა 100 ათასი ცალი 0,5 ლიტრის შუშის ბოთლის ნატახტარი.

,

მედიატური “ნატახტარის” ქარხანაში

კომპანია “ნატახტარმა” “ჯეპრასთან” ერთად “ნატახტარის” ქარხანაში მედია-ტური მოაწყო.

კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის საქმიანობა გააცნო.

“ნატახტარს” ლუდის ბაზრის 55%-ი უკავია. კომპანია ძირითად ექსპორს აზერბაიჯანში ახორციელებს. მეორე საექსპორტო ბაზარი კი უკრაინაა, სადაც კომპანიამ საცდელი მოცულობები შეიტანა.

რაც შეეხება ლიმონათს, “ნატახტარის” ლიმონათი ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის, ყველაზე დიდი მოცულობით კი – აზერბაიჯანში.

მედია-ტურის მონაწილეებმა კომპანიის ლუდსახაში ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ წარმოების ტექნოლოგიას, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას. “ნატახტარი” ლუდის წარმოებას ჩეხური და გერმანული ტექნოლოგიით ახორციელებს. ჩეხური დანადგარი “ნატახტარში” 2005 წელს დამონტაჟდა, ხოლო გერმანული – 2011 წელს.

უგულშემატკივრე საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ლუდ ქარვასთან ერთად

ლუდი ქარვას ორგანიზებით თბილისის  ივენ ჰოლში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საქართველოს ნაკრების პირველი მატჩების ჩვენება მოეწყო. პირველ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ნაკრები საკმაოდ ძლიერ გუნდებს დაუპირისპირდა. ბელგიის ნაკრების დამრცხების შმედეგ, ჩვენს ეროვნულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა და შემდეგ მატჩებს მეტი ინტრიგაც შესძინა.

ღონისძეიებებს, მედიის წარმოამდგენლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრები და სპორტის ქომაგებიც ესწრებოდნენ. ანალოგიურ ჩვენებებებს ლუდი ქარვა ქუთაისაა და ბათუმშიც მართავდა.

თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებებიც ეწყობოდა. გარდა ამისა, ჩატარდა სპეციალური ვიქტორინა და გათამაშებები. გამარჯვებულებს ქარვას მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. ლუდი ქარვისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს გადაეცათ.

კალათბურთის ეროვნული ნაკრებმა არსებული შედეგებითა და წარმატებული თამაშით დაიმსახურა ასპარეზობა მეორე ეტაპზეც განაგრძოს. თავის მხრივ ლუდი ქარვა ქომაგებს საინტერესო შეხვედრებს მომავალ მატჩებზე პირდება.

“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასიანი ჩეკით დააჯილდოვა

“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სპეციალური ჩეკით დააჯილდოვა . საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის “ნატახტარი კასრის” ბონუსის გადაცემის ოფიციალური ცერემონია  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის მენეჯერს თორნიკე ნიკოლაიშვილს ქართველოს მორაგბეთა ავტოგრაფებით დამშვენებული მაისური და რაგბის ბურთი გადასცეს საჩუქრად.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტისა და, კერძოდ, რაგბის საერთაშორისო წარმატება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს წარმატება ახალ ზელანდიაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი დაეხმარება ბორჯღალოსნებს უკეთესი შედეგების მიღწევაში,“ – განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ცერემონიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ნიჟარაძის თქმით, „ნატახტარი“ ქართველ მორაგბეებს სწორედ მაშინ დაუდგა მხარში, როცა ნაკრებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. „ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე სპორტის წარმატებით განვითარება თითქმის წარმოუდგენელია“, დასძინა მან და ასეთი სერიოზული მხარდაჭერისთვის „ნატახტარს“ მადლობა გადაუხადა.