ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი საქართველოში

კომპანია “ნატახტარი” მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას იწყებს

1 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო “პრემიერ–პალასში’ “ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი – ბაკურიანი 2010” დასრულდა. იდეის ავტორი, სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია “ნატახტარი” გახლდათ. ბანაკის მიზანს, რომლის ორგანიზატორიც “ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი” იყო, ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოება, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება წარმოადგენდა.

ბანაკში მონაწილეობდა ოცდაათამდე ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოდან, ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ჩვენს ქვეყანას ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტები წარმოადგენდნენ.

ბანაკი 25 ივლისს გაიხსნა. 7 დღის განმავლობაში გაიმართა სემინარები, სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალგაზრდების დებატები სამეცნიერო თემებზე ფიზიკის, ეკოლოგიისა და მათემატიკის დარგებიდან. ამასთან, გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით–გასართობი ღონისძიება. ერთი დღე კი, დაეთმო ექსკურსიას ვარძიასა და სამცხეში.

სემინარი ბანაკის მონაწილეებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა:

გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით – გასართობი ღონისძიება და ინტელექტუალური თამაშები:

დაიწერა ჰიმნიც:

ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით საჩვენებელი საღამო გაიმართა. წარმოადგინეს “სკეჩი” – “მეცნიერება 100 წლის წინ, ახლა და 100 წლის შემდეგ” .

“სკეჩის” მზადებისას:

“მეცნიერება 100 წლის წინ, ახლა და 100 წლის შემდეგ”

დასასრულს, “ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდისა” და კომპანია “ნატახტარის” წარმომადგენლებმა ბანაკის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცეს:

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას მხარი  მედიის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს და კომპანია “ნატახტარის” ინიციატივა დადებითად შეფასეს:

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s