ახალგაზრდა მეცნიერები ბანაკის მნიშვნელობაზე საუბრობენ

1 აგვისტოს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „პრემიერ–პალასი“ „ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი – ბაკურიანი, 2010“ დასრულდა.

იდეის ავტორი, სპონსორი და მხარდაჭერი კომპანია „ნატახტარი“ გახლდათ. ბანაკის მიზანს, რომლის ორგანიზატორიც „ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი“ იყო, ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოება, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება წარმაოდგენდა.

ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით საჩვენებელი საღამო გაიმართა. წარმოადგინეს “სკეჩი” – “მეცნიერება 100 წლის წინ, ახლა და 100 წლის შემდეგ”, დაიწერა ჰიმნი და გაიმართა პრეზენტაციები. დასასრულს, „ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდისა“ და კომპანია “ნატახტარის” წარმომადგენლებმა ბანაკის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადასცეს.

გაიმართა გამოსამშვიდებელი ბანკეტიც…

ჯუანშერ ჯეჯელავა: “ბანაკში გატარებული დღეებიტ კმაყოფილი ვარ. მოხარული ვიქნები თუ მომავალშიც გაიმართება ანალოგიური ღონისძიებები.  უკეთესია თუ ცალ–ცალკე იქნება პროფესიული ბანაკები, კერძოდ ფიზიკაში ცალკე, მათელატიკასა და ქიმიაში ცალკე. ბანაკის ორგანიზებით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მომეწონა შერჩეული სტუდენტების პროფესიული დონეც. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კომპანია ‘ნატახტარს”…

P.S განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, ყოველ საღამოს ლუდი ნატახტარით გაგრილება… :)”

ნანა ავალიშვილი: “ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, უკეთესს, ნამდვილად, ვერ წამოვიდგენდი. ამისთვის დიდი მადლობა ‘ნატახტარს”! საკმაოდ მცირე პერიოდში შევძელით საინტერესო ლექციებისა და დისკუსიების გამართვა, ამისთვის დიდი მადლობა უფროსი თაობის მეცნიერებს, მათ შორის ბატონ ალესანდრე ღონღაძეს! ბანაკში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. აქ გატარებული დღეები არასოდეს დამავიწყდება. თითოეულ მონაწილეს წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ…”

სალომე ოქრიაშვილი: “ვიდრე ბაკურიანში ჩამოვიდოდი, ყველაფერი სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი, თუმცა აქ გატარებულმა დღეებმა მოლოდინს გადააჭრბა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ტრენინგები, სემინარები, ინტელექტუალური თამაშები, დისკუსიები… ამ ყველაფრისგან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე!”

მარი გავაშელიძე: “ამ პროექტის უშუალო მონაწილეობით ძალიან ბედნიერი ვარ, ლექციები, სემიანრები, დისკუსიები მეცნიერულ პრობლემებზე, გართობა, ექსკუერსიები, თამაშები – ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შევიძინე როგორც ქართველი, ასევე უცხოეილი მეგობრები. დღეს ვტოვებ ამ ბანაკს, გული მწყდება, თუმცა ვმშვიდობებით ერთამნეთს კვლავ ერთმანეთის ნახვის სურვილებით. დიდი მადლობა კომპანია “ნატახტარს”ასეთი სასიმოავნო დღეებისთვის! “

ზურაბ კეპულაძე: ” საკმაოდ საინტერესო ლექციები იყო. ამის გარდა შანსი მოგვეცა ერთმანეთს კიდევ უფრო დავახლოვებოდით, გაგვეზიარებინა ერთმანეთის ცოდნა თუ გამოცდილება. აქ მე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძიენა!”

P.S. გაგრძელება იქნება! ბანაკის მონაწილე სტუდენტების კომენტარებსა და შთაბეჭიდლებებს შემდეგ ბლოგშიც შემოგთავაზებთ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s