თბილისში “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება იწყება

ხვალ, 24 აგვისტოს, თბილისში  “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშება გაიმართება. ტურნირის სპონსორია კომპანია “ნატახტარი”.

შეჯიბრში, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ტარდება, საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის   გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ტურნირზე საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის “ლელო”, ვიცე–ჩემპიონი “ბათუმი XV”  და თბილისის “ლოკომოტივი”  წარმოადგენენ.

“შავი ზღვის თასის” გათამაშების ფორმატი ასეთია: ექვსი გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. ისინი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები შავი ზღვის თასისთვის ფინალში ითამაშებენ. მეორე ადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ბოლო ადგილზე გასული გუნდები სამიზნე კი მეხუთე ადგილი იქნება.

“შავი ზრვის თასის” ტურნირის განრიგი კი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი

24 აგვისტო. სამშაბათი. 20:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – არადი (რუმინეთი)
28 აგვისტო. შაბათი. 18:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) – არადი (რუმინეთი)
1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 18:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) – ლოკომოტივი (თბილისი)

B ჯგუფი

24 აგვისტო. სამშაბათი. 18:00 საათი
ლელო (თბილისი) – კრედო 63 (უკრაინა)
28 აგვისტო. შაბათი. 20:00 საათი
კრედო 63 (უკრაინა) – ბუქარესტი (რუმინეთი)
1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 20:00 საათი
ლელო (თბილისი) – ბუქარესტი (რუმინეთი)

4 სექტემბერი. შაბათი. V ადგილისთვის
A III – B III (18:00 საათი)
4 სექტემბერი. შაბათი. III ადგილისთვის
A II – B II (20:00 საათი)

ფინალი

5 სექტემბერი. კვირა.
A I – B I (19:00 საათი)

შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s