საერთაშორისო საკლუბო ტურნირი რაგბიში “შავი ზღვის თასი”

24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, თბილისი საერთაშორისო საკლუბო ტურნირს უმანსპინძლებს.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული გათამაშება, სახელწოდებით „შავი ზღვის თასი“ თბილისის მერიის პატრონაჟით, რაგბის საერთასორისო საბჭოსა და რაგბის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.

„შავი ზღვის თასის“ გათამაშება, სავარაუდოდ, ქართული სარაგბო თემის მიერ ოგანიზებული ტრადიციული შეჯიბრება გახდება.

ტურნირის სახელწოდებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ასპარეზობაში შავი ზღვის აუზის ქვეყნების სარაგბო კლუბები იქნებიან ჩართული.

ოდესის კლუბი „კრედო 63“., ბუქარესტული „ბუქარესტი“ და „არადი“, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლელო“, ბრინჯაოს პრიზიორი„ლოკომოტივი“ და ვერცხლისმედალოსანი „ბათუმი XV” ერმანეთს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე შეერკინებიან.

ორ ქვეჯგუფში გადანაწილებული ექვსი გუნდი 24, 28 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს მოაწყობს, რომელის დროსაც თითო გუნდს ორი მატჩის გამართვა მოუწევს. 4 სექტემბერს მეხუთე -მეექვსე ადგილის პლეიოფი და მცირე ფინალი გაიმართება. 5 სექტემბერს კი – ფინალი.
ტურნირზე გასამართი ცხრა მატჩიდან სამის, კერძოდ, ოცდაოთხი აგვისტოს „ლელო“ – „კრედოს“; პირველი სექტემბერს „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“; ასევე ფინალის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას რაგბის კავშირის მედიაპარტნიორი – საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ასპარეზობა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, 24 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლელოსა“ და ოდესური „კრედოს“ შერკინებით, ექვს საათზე დაიწყება, რასაც, რვა საათზე „ლოკომოტივისა“ და რუმინული „არადის“ შეხვედრა მოჰყვება.

მატჩებზე დასწრება უფასოა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s