ერთი სიტყვით… კაი რამეა ლუდი!

დღეს შევამჩნიე, რომ ყოველ კვირა დღეს მივდივარ ჩემი სახლის გვერდით მდებარე სუპერმარკეტში, ვყიდულობ ლუდს და მერე სახლში ჯერ ლუდს შევექცევი და მერე მახსენდება სხვა დანარჩენი…. დღესაც ასეთი კვირა დღე გავატარე….

რა არის ლუდი? რიტორიკული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა განა ასე მარტივია? და მაინც, სად გამოიგონეს ლუდი?  გერმანიაში, ჩეხეთსა თუ …  ჩვენებს რომ კითხო, ყველა მსოფლიო გამოგონებაში ქართველის ხელი ურევია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სად…

კიდევ… ლუდი არის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება მხიარულად გაატარო დრო შენთვის ნაცნობ ან ცოტა უცნობ ხალხთანაც კი… ლუდი ბევრ შესაძლებლობას იძლევა…  გაძლევს შანს მოიწვიო მუზები, ცოტა მოეშვა და მიიღო ენერგია. მისით გებულობ ხინკლის გემოსაც კი… ერთი სიტყვით, კაი რამეა ლუდი!

ამას ლუდის გარეშე ფასი არა აქვს… 🙂

ლუდს აქვს თავისი წესები და კანონები.

  1. არ შეიძლება ლუდის დიდი რაოდენობით დალევა.
  2. არ შეიძლება ლუდს შეატანო ტკბილი მისაყოლებელი.
  3. მაინცდამაინც არაა რეკომენდირებული მისი არაყთან ერთად მიღება დიდი რაოდენობით.
  4. ლუდის დალევა რეკომენდირებულია ღია ჭურჭლიდან, როგორიცაა კათხი… ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ლუდის არა მარტო გემო, არამედ სუნიც გაიგო და შეგრძნება უფრო მძაფრი იყოს.

P.S.  დღეს სამწუხაროდ, პირველი კანონი დავარღვიე…  თუმცა მომინდა ეს ყველაფერი თქვენთვის გამემხილა!

Advertisements

One response to “ერთი სიტყვით… კაი რამეა ლუდი!

  1. არცერთ კანონს არ ვეთანხმები, ბევრსაც ვსვამ, ტკბილსაც ვაყოლებ (შოკოლადი უხდება), ორაყთანაც გეახლებით და ბოთლიდანაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s