ლუდის ამბები ყლუპ–ყლუპად

ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პირეული კულტურის ნაშთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება–განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით.

საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრები ქართველური მოდგმის ტომები ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას.

პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამეურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.

არსებობს ცნობები კავკასიის ხალხებში უძველესი დროიდან ლუდის მოხმარების შესახებ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.

საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა, ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდი რომ უძველესია, ეს დღეს უკვე უეჭველია. ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ–სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიული და ეთნოგრაფიული მასალებით არის გამორკვეული და დადასტურებული.

რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა–მეღვინეობაზე. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ–გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ–მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s