წელს მიუნჰენში ოქტობერფესტის 200 წლისთავი აღინიშნა

“ოქტობერფესტს ” გერმანიაში  ფოლკლორის ფესტივალსაც კი უწოდებენ, თუმცა რეალურად ის ლუდის ფესტივალის, მხიარული ატრაქციონებისა და ორგანიზებული ბაზრობების ნაზავია – თავისი ტრადიციული გახსნითა და დასკვნითი ღონისძიებებით.

წელს ოქტობერფესტი 18 სექტემბერს გაიხსნა და 4 ოქტომბერს დასრულდა. წელს მიუნჰენში ოქტობერფესტის 200 წლისთავი აღინიშნა და მისი განსაკუთრებულობაც ამაში მდგომარეობს.

თუმცა წლევანდელი ფესტივალი რამდენიმე შთამბეჭდავი სტატისტიკით გამოირჩეოდა: 14 გიგანტური კარავი, რომელიც 100 ათას ადამიანს და 5,5 მილიონ ლიტრ კონტეინერს იტევდა. წლევანდელ ფესტივალზე 6 უმსხვილესი გერმანული ლუდსახარში კომპანია, კერძოდ, Lowenbrau, Hacker-Pschorr, Hofbrau, Paulaner, Spatenbrau და Augustiner მონაწილეობდა, რომელბმაც საკუთარი შესაძლებლობები გააერთიანეს და ექსკლუზიური ლუდის სახეობა სახელწოდებით Jubilaumswiesnbier მოამზადეს.

მათ 2 საუკუნის წინანდელი რეცეპტით ისარგებლეს. ახალ ლუდს შვი შეფერილობა აქვს და სიმაგრე 6 რპოცენტამდე აღწევს, რომელიც ოქტობერფესტის ფესტივალზე ყველაზე მაღალალკოჰოლური ლუდია, რადგან სხვა წარმოდგენილ 750 სახეობის ლუდში ალოკოჰოლის შემცველობა 5 პროცენტს არ აღემატებოდა.

ფესტივალს მთელი ევროპიდან ჩამოსული ტრადიციულ ტანისამოსში ჩაცმული ადამიანთა ჯგუფები სტუმრობენ. ფესტივალი წელს  16 დღეს გაგრძელდა, რომელსაც  6 მილიონი სტუმარი ადევნებდა თვალყურს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s