მორაგბეთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა, მაგრამ რა მოხდება ხვალ…

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადელთა 22:15 დამარცხების შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში თავის მონაგარს 1.024 ქულა შემატა, ჯამში 67.40 ქულა დააგროვა და ტონგას ნაკრებს 0.05 ქულით გაასწრო, რამაც რიჩი დიქსონის გუნდს მე-16 საფეხურის დაკავების საშუალება მისცა.

27 ნოემბერს, რიჩი დიქსონის შეგირდები აშშ მასპინძლობენ და ამ მატჩის შედეგი რეიტინგზე უთუოდ აისახება. თუ საქართველომ მეტოქეს 15-ზე ნაკლები ქულით სძლია, რეიტინგს 0.810 ქულას შემატებს, ჯამში 68.21 დაუგროვდება, აშშ მონაგარი 67.69-მდე შემცირდება და საქართველოს ნაკრები მას მე-15 ადგილს აართმევს. 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში, წინსვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ბორჯღალოსნებს” 1.215 ქულა დაერიცხებათ (ჯამში 68.62) და მე-15 პოზიციაზე უფრო მყარად დამკვიდრდებიან. ორივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო ზევით, მე-14 ადგილზე აღზევების შანსი ექნება, ოღონდ საამისოდ, კანადამ პორტუგალიაში ადგილობრივ ნაკრებს ვერ უნდა აჯობოს. მარცხზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრის შემთხვევაშიც კი, მათი მონაგარი 68.18 ქულამდე შემცირდება დაბორჯღალოსნებიმათზე გადასწრებას მოახერხებენ.

მაგრამ თუბორჯღალოსნებიამერიკასთან დამარცხდებიან, ან ფრედ ითამაშებენ, უკუსვლას ვერ გადაურჩებიან. ფრის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 0.190 ქულას დაკარგავს და კვლავ მე-17 ადგილზე დაქვეითდება, 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის, 1.190 ქულას დაკარგავს, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგების შემთხვევაში 1.785 ქულას. სამივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილს არ ჩაცდება, მაგრამ მდევარი რუსეთი ძალიან მიუახლოვდება.

IRB- მსოფლიო რეიტინგი:

1 (1). ახალი ზელანდია 93,19

2 (3). ავსტრალია 85,90

3 (2). სამხრეთ აფრიკა 85,31

4 (4). ინგლისი 83,61

5 (5). საფრანგეთი 83,21

6 (8). შოტლანდია 81,20

7 (6). ირლანდია 80,90

8 (7). არგენტინა 79,87

9 (9). უელსი 77,04

10 (10). ფიჯი 75,02

11 (11). სამოა 74,02

12 (12). იტალია 72,35

13 (13). იაპონია 71,45

14 (14). კანადა 68,59

15 (15). აშშ 68,50

16 (17). საქართველო 67,40

17 (16). ტონგა 67,35

18 (18). რუსეთი 65,56

19 (19). რუმინეთი 65,03

20 (20). ნამიბია 61,79

21 (22). პორტუგალია 61,53

22 (21). ურუგვაი 61,45

23 (23). ესპანეთი 57,51

24 (24). ჩილე 56,68

25 (25). ბელგია 56,44

26 (26). მაროკო 56,11

27 (27). ყაზახეთი 55,20

28 (28). ბრაზილია 54,56

29 (29). უკრაინა 54,35

30 (36). ჩეხეთი 53,30






Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s