მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – გულშემატკივრობა “ნატახტარის” ლუდთან ერთად დაუვიწყარი იყო!

კომპანია ნატახტარი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი კომპანია განსაკუთრებულად შეხვდა ამ მოვლენას და სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად და გულშემატკივართა წასახალისებლად დაიწყო გათამაშება სადაც სხვა უამრავ საინტერესო პრიზთან ერთად თამაშდებოდა ორი საგზური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე.

მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრობანატახტარისლუდთან ერთად დაუვიწყარი იყო,” – აღნიშნავენნატახტარისწამახალისებელი საფეხბურთო გათამაშებისაისრულე სურვილები ნატახტართან ერთადყველაზე იღბლიანი გამარჯვებულები, რომელთაცნატახტარისმთავარი პრიზისამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები საგზურები ერგოთ. საგზური ტრანსპორტირების, მატჩზე დასასწრები ბილეთის, ასევე, იოჰანესბურგის ქალაქის ტურებისა და სასტუმროს ხარჯებსაც ანაზღაურებდა. გამარჯვებულები უზრუნველყოფილები იყვნენ ჯიბის ფულითაც. საგზურში ასევე შედიოდა ექსკურსიებ კვალატას ნაკრძალში, სოვეტოში, ნელსონ მანდელას სახლმუზეუმში და აპარტეიდის მუზეუმში.

კვალატას ნაკრძალი ერთერთი უდიდესია მსოფლიოში, ნაკრძალში ბინადრობენ აფრიკის ველური ბუნების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ტყის ანტილოპა (კუდუ), ზებრა, ჟირაფი, ლურჯი ანტილოპა, ბუბალი (ძროხისებრი ანტილოპა), ანტილოპა კანა, წყლის თხა, ანტილოპა პალა, სირაქლემა, აფრიკული ტახი, აფრიკული მდინარის ღორი, ანტილოპა ბუშბოლი.სოვეტო სამხრეთ აფრიკის ყველაზე პოპულარული დასახლებაა, რომლის მოსახლეობაც ისტორიულად შავკანიანია და სწორედ აქ განვითარდა გარდამტეხი მოვლენები აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძირითადი ღირშესანიშნაობებია ნელსონ მანდელას სახლმუზეუმი, ჰექტორ პიეტრსონის მემორიალი და კრის ჰან ბარაგვანათის ჰოსპიტალი, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უდიდესია. აპარტეიდის მუზეუმის დათვარიელება კი მიზნად ისახავს აპარტეიდისა და სამხრეთ აფრიკის მეოცე საუკუნის ისტორიის თვალსაჩინოდ წარმოჩენას.გამარჯვებულებს საშუალება მიეცათ საგანგებოდ მოწყობილ ფეხბურთის სოფელში თვალყური ედევნებინათ ჩემპიონატის საუკეთესო მომენტებისთვის და ეზეიმათ ფინალის დღე.როდესაც გათამაშების მთავარი პრიზიჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასწრება მოვიგე, გაოგნებული ვიყავი. ეს იყო დიდი ზეიმი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. “ნატახტარმაოცნება ამისრულა.” – ემოციებს ვერ მალავს ერთერთი გამარჯვებული ლევან შარვაშიძე.ნატახტარისმთავარი პრიზი რომ მოვიგე, თავი სიზმარში მეგონა, არ მჯეროდა, რადგან ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ამ დროს რაღაც განსხვავებული გრძნობა დამეუფლა, რომელსაც შოკისმაგვარიც შეიძლება ვუწოდოთ. სანამ ადგილზე არ ჩავფრინდით, ჯერ კიდევ, ეიფორიაში ვიყავი. იქ, სულ სხვა ემოცია დამხვდა, უფრო გაათმაგებული. სამხრეთ აფრიკაში შემთხვევით, ნამდვილად არ ხვდებიან და ეს იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩემპიონატის ფინალი, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მაგრამ თავად ქვეყანამ და ადგილობრივმა კულტურამ ძალიან მომხიბლა, გავიცანი იქაური ქართველები, დავათვალიერე ქვეყნის საუკეთესო ადგილები. დიდი მადლობანატახტარს” – აღნიშნავს იღბლიანი გამარჯვებული სოფო სეხნიაშვილი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s