“ნატახტარის” შიდა-ტურნირი ფეხბურთში

2009 წლიდან ნატახტარის ინიციატივით კომპანიაში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი იმართება. ნატახტარსარც წელს დაურღვევია ტრადიცია და ზაფხულის დადგომასთან ერთად სპორტულ ასპარეზობაში მონაწილე გუნდებმაც გულმოდგინე სამზადისი დაიწყეს.

წლევანდელი შიდა ჩემპიონატი გამორჩეული იყო, რადგან ასპარეზობა ნატახტარისმიერ სოფლისათვის აშენებულ სტადიონზე ჩატარდა. საფეხბურთო სტადიონი სოფელ ნატახტარში, ლუდსახარშთან ახლოს, საგანგებოდ ამ ასპარეზობისთვის აშენდა და კეთილმოეწყო. ტურნირის დასრულების შემდეგ კომპანიამ სპორტული მოედანი სოფლის ახალგაზრდობას გადასცა საჩუქრად.

წელს ჩემპიონატი 23 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებდა 10 გუნდი.

ჯგუფური ეტაპის ურთიერთ გადათამაშების შედეგად ჯგუფებიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ნახევარფინალურ მატჩებში შეხვდნენ:

1.ჩამოსასხმელი I – გვრიტო II

2. ჩამოსასხმელი II – გვრიტო I

ჩატარებული თამაშების შედეგად ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორივე ჩამოსასხმელის გუნდი დაუპირისპირდა. მატჩი ჩატარდა 26 აგვისტოს. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, თამაში ფინალისათვის დამახასიათებელი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამარჯვება ჩამოსასხმელის პირველმა გუნდმა მოიპოვა და მეორედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული და კიდევ ერთი თასი შემატა კოლექციას. შესაბამისად, მეორე ადგილი ჩამოსასხმელის მეორე გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულებს გარდამავალი თასი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მეჰმეკოჩაკმა გადასცა. ჩემპიონები დღესაც აგრძელებენ ვარჯიშს, რათა სათანადო ფორმაში შეხვდნენ მომავალ სეზონს. ვუსურვოთ მათ წარმატება!…

კოკა მიქელაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s