ლუდის ამბები ყლუპ–ყლუპად – “სვიის გადატრიალება” ლუდის წარმოებაში

არქეოლოგების აზრით, 6-8 ათასი წლის წინათ, ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქავდნენ ქერისა და სპელტის (სამინდის მაგვარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.

ბაბილონელებისა და შუმერების მიერ დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.

ეგვიპტელები განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, ლუდის დამზადება ძველ ეგვიპტურ ღმერთის, ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტური ლუდი მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.

სვიის მოყვანა ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლებუს დროს, IV საუკუნიდან დაიწყეს, ამის შემდეგ ლუდის დამზადების ტექნოლოგია ევროპულ მონასტრებში იხვეწებოდა. ბერები გამუდმებით სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს ატარებდნენ – სვიის გამოყენებაც მათი იდეა იყო.

დღეს სვია გამოიყენება ლუდის წარმოებაში, უფრო მეტიც, მას ერტ-ერტი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან ლუდს სპეციფიკურ გემოს აძლევს. ევროპელები სვიას  IX  საუკუნიდან პურის წარმოებშიც იყენებდნენ.

სვიის ყველაზე მსხვილი პლანტაცია აშში-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტოპენიშაშის მახლობლად მდებარეობს (753,9 ჰა)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s