„ნატახტარი ქარვა“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

„ნატახტარი ქარვა“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იქნება. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციისა და კომპანია „ნატახტარს“ შორის უკვე გაფორმდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ეროვნული ნაკრების წევრები ანატოლი ბოისა და კოტე ტუღუში.

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: მოხარული ვარნატახტართანგაფორმებული ხელშეკრულებით. მათი მხარდაჭერა ეროვნული ნაკრებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ითამაშონ და პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახონ“.”ნატახტარის“ მხარდაჭერა ეძალიან დაეხმარება ჩვენს გუნდს, და საერთოდ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას.“

ანატოლი ბოისა, ეროვნული ნაკრების წევრი: „ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დიდი კომპანია, როგორიც „ნატახტარია“, გამოთვქა ჩვენი გუნდის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი, და ახლა უკვე ზაფხულს, როგორც ჩვენი გუნდის წევრი, იბრძოლებს, მომავალი გამარჯვებისთვის“.

დავით ნამგალაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე: კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისე მოიპოვა, რომ სპონსორი არ ჰყოლია. ამიტომ, კომპანიანატახტარისმიერ გადადგმული ნაბიჯი კალათბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონტრაქტი სამწლიანი, პირველ წელს ფედერაცი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს, რასაც ბონუსების სისტემაც დაემატება. ეს კონტრაქტი დაეხმარება ეროვნულ ნაკრებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ითამაშოს. დიდი მადლობა კომპანიანატახტარს“, რომელიც ქართულ სპორტს აქტიურად ეხმარება“.

2011 წელს ნატახტარი ფედერაციას გადაუხდის 160 ათას ლარს, რასაც ბონუსების სისტემაც დაემატება. ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვუსურვებთ. კომპანიანატახტარიაქტიურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალიათია, 2008 წლიდან კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის სპონსორი გახდა. ამასთან, კომპანიის მხარდაჭერითა და საქართველოს რაგბის კავშირის მონაწილეობით, ფუნქციონირებსნატახტარი კასრის რაგბის ქომაგთა კლუბი“, რომლის მიზანიცაა საქართველოში რაგბის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა,“ –  მიაჩნია კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორს თორნიკე ნიკოლაიშვილს.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s