სამი ამბავი ლუდსა და პიარზე

ამბავი N 1 „ყველას გვაქვს „ჟიგულოვსკოე“ გასინჯული

პირველად ლუდი რომ დავლიე, 8–9 წლის ვიქნებოდი. ლუდის მოყვარულმა ბიძაჩემმა და ანალოგიური მისწრაფების მქონე მრავალმა სხვა მეზობელმა ჩემს ეზოში, დიდი ცაცხვის ძირში „იაშიკებით“ მოიტანა ჩემთვის მანამდე უცნობი „პივა“.

ლიმონათისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ეტიკეტი ჰქონდა უფრო ზევით და ამ სიახლემ მყისვე მომანდომა სითხე, რომელიც ყველაფერ სიკეთესთან ერთად მაგარ „ჯაჭვს“ იკეთებდა.

ნეტავი არ გამესინჯა მაშინ და პირველად 15 წლისას დამელია შნიცელის ჭამის მერე. ერთი ნახვით შეყვარება იქნებოდა. 15 წლისამ უკვე „რაზლივნოი“ დავლიე, მაგრამ ალბათ იგივე „ჟიგულოვსკოე“ იყო.

პიარი ამ პოსტში არაფერ შუაშია. რა უნდოდა მაშინ პიარს? ერთადერთი უცხოური რაც ვიცოდი ეს ბრუს ლი იყო, რომელიც დღე–ღამეში 18 საათს ვარჯიშობდა, მერე ლოგიკურად გული კუნთად ექცა (ეს უნდა წარმოიდგინო 3D-ში) და მოკვდა.

ამბავი N 2 – გიშველოს “ეფესმა”

ბათუმი. 1997 წელი (ნიტო 98). ზაფხულის თეატრი (ჯერ კიდევ იდგა). მან–სან–კანის ფესტივალი. დილის „პრაგონი“.

მე, გიგა, ზაალი და ვინმე ჩვენზე აკიდებული ერთი ან ორი ადამიანი (ვიღაც ჩავიყენეთ ხაზში კიდე მემგონი). საშინელი ნაბახუსევი (უფრო „პახმელია“). ორმაგი თავი. მშრალი ბაგენი. 66%–ზე გაღებული თვალები. ჩამოყრილი ხელები და ჩაჩაჩული „მაიჩნი შორტი“. ზერო ფული (პატიკასგან ნასესხები 35 ლარი პირველ დღესვე დავხარჯე და თბილისში არ ვიცი რითი წავიდე). წინა ღამის ბუნდოვანი მოგონებები.

მახსოვს რო თიკოს ნათესავ ბიჭს ვაწონებდი თავს და ამიტომ იმდენი დავლიე, რო ასტამას ნომერში აღმოვჩნდი დილას 4 მუტრუკ ბიჭთან ერთად. მოკლედ სრული მორალური და ფიზიკური დემობილიზაცია. თეთრი დროშის აწევის თავიც არ მაქვს….

ამ დროს ჩემი თვალების წინ უცებ ნათდება. დამაბრმავებელ სინათლეს გიგას თეთრი კბილები გამოსცემს. გიგა იკრიჭება. გიგა ბედნიერია. გიგას ხუთი ლარი აქვს. გიგამ უკვე იცის სად უნდა დახარჯოს ეს ფული ჩემთან ერთად. კიბეებზე ნელა ჩავდივართ. „ბუტკა“ არაა.

„ნავაროჩენი“ სარდაფის მაღაზიაა, სადაც ვყიდულობთ 4 „ეფესს“ და პირველად ცხოვრებაში აღმოვაჩენთ, რომ ლუდი შველის ნაბახუსევზე. პიარი? დღემდე ვაპიარებ და გავაპიარებ „ეფესს“.

ამბავი N3 – ადგილობრივი (domestic) ლუდი ჯობია

დღეს ლუდს ვსვამ. მოზომილად და ძალუმად. დღეს უკვე დიდი ბიჭი ვარ და ვიღაცეებს 40 წლისაც ვგონივარ. დღეს ლუდებს ვარჩევ.

ისიც გამიგია და ესეც, მაგრამ არ დამავიწყდება ერთი გულიანი სლოვენიელი ბიჭის, რომელსაც დავყავდით (ფულს ჩვენ ვიხდიდით) ლუბლანას პაბებში, მონათხრობი ადგილობრივ ლუდზე, ცოტათი სლავური აქცენტით „დომესწიკ ბიერს“ რომ ეძახდა.

„ით იზ ფრეშ ენდ ფრეშნეზ იზ ნამბა ვუნ фორ ბიერ. ზეტს ვაი აი ოლვიზ დრინქ დომესწიკ ბიერ, პროდიუსდ ინ მაი ქანთრი“. „ფრეშის და ფრეშნეზის“ თარგმნას ნუ მომთხოვთ, არ ითარგმნება ისე, როგორც ამ სიტყვას უხდება, მაგრამ აზრში უნდა დამეთანხმოთ.

ახალი წყალი, ახალი ალაო, ახლად მოხარშული, ახლად მიტანილი მაღაზიაში და ახლად მოხვედრილი შენს ჭიქაში ჯობია, რა თქმა უნდა. იძახე ახლა შენ პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა…

მევლუდი ქაფიანიძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s