სამი ამბავი ლუდსა და გამარჯვებაზე: N1 – ხუთშაბათი

ხუთშაბათი მძიმე დღე იყო. გადარბენა და ბევრი სატელეფონო ზარი. ისეთი დღე იყო, აი, რომ ვერაფერს ასწრებ და მარტო ყველაზე სასწრაფოს, რომ აკეთებ… საღამოს საზოგადოებრივ რადიოში ვიყავი მიწვეული ელენე ბილიხოძესთან, გადაცემა „ესტაფეტაში“… 🙂 უკვე ტრადიციული სტუმარი გავხდი ელენეს თოქშოუსი და შევეჩვიე სტუდიის გარემოსაც. ლუდიც მივიტანე და ელენემაც გაათამაშა, წესისამებრ. „ნატახტარის“ ბევრი ქებაც მოვისმინე და მეც „ნატახტარის“ წარმომადგენელიც მეწოდა. არ მწყენია! :)

გადაცემაში მომეწონა ჩემი თავი. ძირითადი იდეა იქვე აღმოვაჩინე, კითხვაზე პასუხისას: „თუ გულშემატკივარი ბოლომდე დაიხარჯება და ბოლომდე უქომაგებს, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას გამარჯვების მოთხოვნის უფლება.“ ჩემი აღმოჩენა ეს არ იქნება, ნამდვილად, მაგრამ ჩემთვის მივხვდი და გავიზიარე.

მომინდა სტადიონზე ყოფნა და საქმით დამტკიცება ჩემი ნათქვამისა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ალბათ ვერ წავიდოდი სტადიონზე.

მევლუდი ქაფიანიძე

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s