სამი ამბავი ლუდსა და გამარჯვებაზე: N3 – შაბათი

შაბათი გათენდა ლუდისფრად და იმედიანად. გაღვიძება არ იყო ადვილი, მაგრამ მონდომებამ და საქმის სიყვარულმა დაძლია ყველა წინაღობა :) აზრზე მოსვლას, ქომაგების დახვედრასა და ერთ საინტერესო ადამიანთან ყავის სმას რომ მოვრჩი, უკვე 8 ხდებოდა და სოსომაც თავაზიანად გამიყვანა თამარ მეფისა და აღმაშენებლის გადაკვეთამდე.

ჯუბა უკვე იქ მელოდებოდა, მე მქონდა მისი და პრინციპში ყველას ბილეთიც. გერმანიის საელჩოს პირდაპირ ვიდექით, ერთმანეთის მოკითხვაში სანდროს ველოდებოდით და გულშემატკივრების ნელა, მწყობრად და აჟიტირებულად მიმავალ არმიას ვადევნებდით თვალს. ძირითადად ქომაგ გოგოებს ვუყურებდით და გვიხაროდა, რომ მანდილოსნებიც აქტიურობდნენ (ეს ოფიციალური ვერსია იყო ასეთი :) ).

მაგარი ყოფილა ვიპლოჟა. კი ძლივს შევედით, როგორც ყველა, კი ძლივს მივაგენით და კი კუთხეში ვიყავით (ჩემი ლოჟა #19 იყო) ცოტა, მაგრამ ისეთი კარგი იყო – შესვლისთანავე თათიას ლოცვა დავიწყეთ J ტყავის სავარძლები, წინ ლამაზი მოაჯირი, უკან მოსასვენებელი ოთახი და მოკლედ ქალების ამოყვანაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი. მაგრამ გვიან მივედით და დავსხედით თუ არა, თამაშიც დაიწყო.

მივხვდი, რომ ვნერვიულობდი და დაძაბული ვიყავი. ვცდილობდით უაზრო ხუმრობებით და ბილწსიტყვაობით გაგვენეიტრალებინა ჩვენი მდგომარეობა. ხუმრობა სანდროს გამოსდიოდა მხოლოდ, ოღონდ. ამ დროს ანრიც მოვიდა, 15 წუთის დაგვიანებით და ბრიტანელი სტუმარიც მოგვიყვანა. დაიწყო არსენალსა და აბრამოვიჩის ჩელსიზე საუბარი (არადა თავად ევერტონის ფანი იყო) და გავლიეთ ასე ვითომ გულგრილად პირველი 45 წუთი.

და აქ ჩაირთო ანრი… თავისი მონოტონური ბათუმურკილონარევი წუწუნით და ცისფერი თვალების მორიდებული ფახულით. ლუდი მოუნდა ბიჭს. ისე ვერ ვუყურებ ფეხბურთსო, ისე ლუდის გარეშე როგორ ვუგულშემატკივროო და რა თქმა უნდა, იცოდა რა ჩემი გულჩვილობის ამბავი, ბოლოს მე დამითანხმა მხოლოდ. დამითანხმა სრულ ავანტურაზე თანაც. ესე იგი, გავედით სტადიონიდან, არადა დაცვამ გაგვაფრთხილა, არ გვაინტერესებს ვიპლოჟიდან ხართ, თუ მთავრობიდანო, უკან აღარ შემოგიშვებთო. მერე პირველ შემხვედრ ჯიხურში ვიყიდეთ 4 ლიტრიანი ნატახტარი და პლასტიკის ჭიქები (კიდევ კაი!!!), ცოტა თხილიც და დავიწყეთ უკან შემოსვლისთვის ბრძოლა.

ბრძოლა კი არა ოდისეა იყო ნამდვილი: რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, რომელთა შორის ანრი სულ მსაყვედურობდა, მე შენ უფრო „პრაბივნოი“ მეგონეო და შენ რა მორიდებული ყოფილხარო, ერთგან შეგვიშვეს და ჩვენი სავსე პარკიც კი არ შეიმჩნიეს თავიდან, მაგრამ ბოლოში გაგვაჩერა მორიგმა უფროსმა :) დიდი ჭიდაობისა და ხვეწნა მუდარის შემდეგ, იქვე ჩავიმუხლეთ, გავავსეთ ის 6 ჭიქა ლუდით და ციმციმ გავიარეთ მთელი სტადიონი, რათა დავბრუნებულიყავით ჩვენს ვიპლოჟაში.

ჩავსხედით სავარძლებში და წყნარად, ლუდის წრუპვით დაველოდეთ საყაიმო ანგარიშს. ბათუმლებს ვუთხარი, გუშინ რეზო ოკუჯავამ მომწერა ფაიზაღი ნოლნოლია–თქო და მაგარია რეზოო ყველა დამეთანხმა. დამეთანხმა და 10 წუთში, ყველას ყველაფერი დაგვავიწყდა. დაგვავიწყდა ჩვენი სახელები, პრობლემები, შეყვარებულები, ცოლები, საყვარლები, შიმშილის გრძნობა და ყვლაფერიიიიი. იმ გრძნობის მოყოლა რო დავიწყო, მკრეხელი გამოვალ.

ერთს ვიტყვი, რომ არსად არ მომინდა იმ საღამოს წასვლა და ჩვეული „გონებამახვილური“ პოსტებიც არ დამიდია ფბ–ზე.

უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და გაღიმებული, მთელი ღამე ვალაიქებდი ყველაფერს… 🙂

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s