სამი ამბავი ლუდსა და გამარჯვებაზე: N2 – პარასკევი

პარასკევი მთლად საგიჟე გამოდგა… დილიდან გადარბენები, პროდიუსერებთან რეკვა, „ქართული ლუდის“ პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში და უამრავი დეტალი, რომელიც სულ უნდა აკონტროლო. თან ტელეფონიც გამიფუჭდა ბედად და დავრჩი ხელმფეხმოჭრილი.

ვიცი, რომ ფეხბურთის თემებზე შაბათ დილამდე ვერ მოვიცლი და არც ვფიქრობ მაგ საკითხზე. იმასაც შეგუებული ვარ, რომ სტადიონზე ვერ წავალ და სადმე მომიწევს ლუდით ხელში ყურება. ასეც მირჩევნია (ვუმტკიცებ თავს!).

 

პრეზენტაციამ ჩაიარა მშვენივრად. უამრავი ლუდი დავლიე და გავხალისდი. მინიხინკლებმა (ქართული ფურშეტის სიახლემ) ყველა დაშოკა. საღამოს მეგობრებთან ერთად გავაგრძელე ლუდის დაგემოვნება, არყით. საინტერესო თავყრილობა იყო: თან ვსვამდით ბევრს და თან ინტელექტუალურ თამაშებს ვთამაშობდით. მაგრად ვიხალისეთ, მოკლედ და მე ვამაყობდი იმით, რომ სულ 3 კითხვაში მივხვდი, რომ შუშანიკი ვიყავი.

ამ დროს რას ვხედავ, შემოდის სანდრო და ჩვეული ღიმილით მესალმება.

საოცარი ადამიანია სანდრო გოგიაშვილი, იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ჩემზე პოზიტიურია და თან ისე, რომ არ მშურს. კარგ ხასიათზე გაყენებს ეგრევე. ჰა, მივდივართ ფეხბურთზეო მკითხა და ვერა თქო, დავიმწუხრე. რა ვერა, ბიჯოოო, თათიამ ვიპ ლოჟა გაგვიჩითა და შენზეც მითხრა მოდისო. უცებ გამახსენდა, რომ ტელეფონი მქონდა გათიშული და ალბათ გავმაზე ჩემი ბედნიერება, მაგრამ გავმაზე მხოლოდ შეტყობინება. თავად ბედნიერება კი წინ მელოდა. იმის შემდეგ, კიდევ ორ სხვა ადგილას დავლიე. მოვილხინე, მოკლედ, ბოლომდე…

მევლუდი ქაფიანიძე

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s