მეცნიერების კვლევები კვლავ ადასტურებენ ლუდის სამკურნალო თვისებებს

Ercury News – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლესი კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ  ანტიკური კულტურები  ლუდს თურმე არა მხოლოდ  ყოველდღიური ცხოვრებით გამოწვეული სტრესის დასამარცხებლად, არამედ სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებდნენ.

ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ პენიცილინის გამოგონებამდე (1928 წელი) ათასწლეულების წინ, უძველესი ნუბიის ხალხები ლუდს როგორც ანტიბიოტიკს ანუ სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ღრძილების და ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ.

ნუბიის სამეფო ეგვიპტის სამხრეთით დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ სამეფოში ლუდის მწარმოებლებს დიდ პატივს სცემდნენ.

80-იან წლებში მეცნიერებმა  ეჭვი გამოთქვეს, რომ ნუბიური ლუდი თურმე ალკოჰოლის გარდა სხვა ნივთიერებებსაც შეიცავდა. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც არქეოლოგებმა უჩვეულო ფიზიკური მტკიცებულება მოიპოვეს.

                                                                                ჯორჯ არმელაგოსი

კერძოდ, 1980 წელს ატლანტის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ანთროპოლოგი ჯორჯ არმელაგოსი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელმაც დაახლოებით 2000 წლის სიძველის ნუბიურ ძვლებში  ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინი აღმოაჩინა. ტეტრაციკლინს  ბუნებრივად გამოიმუშავებს ნიადაგის ბაქტერია streptomyces და მეცნიერებმა წარმოადგინეს თეორია, რომ შესაძლოა streptomyces  მრავლდებოდა ნუბიური ლუდის კასრებში.

მოგვიანებით, ანტიკური ნუბიური ძვლების  გაცილებით ღრმა ანალიზმა გამოავლინა მათში ტეტრაციკლინის მაღალი კონცენტრაციის არსებობა. ახალი მონაცემები მიუთითებენ, რომ ნუბიელები რეგულარულად მოიხმარდნენ ტეტრაციკლინს და დამუშავებული ჰქონდათ ლუდის წარმოების რთული პროცესი, რომელიც აუცილებელი იყო ანტიბიოტიკური ლუდის რუტინული დუღილისათვის.

ეს დასკვნა კი ეწინააღმდეგება  მოსაზრებას, რომ ანტიბიოტიკი თანამედროვე გამოგონებაა.

„ტეტრაციკლინის აღმოჩენა ეგვიპტური მუმიის სახვევის ახსნას და მის თავზე „რეი ბანის“ სათვალის ნახვას ჰგავდა, ეს გასაოცარი იყო,“ – აღნიშნა არმელაგოსმა.

თუ როგორ შეძლო streptomyces ბაქტერიამ ლუდში მოხვედრა  აუცილებელია განისაზღვროს, თუ რით განსხვავდება ლუდის ხარშვის უძველესი პრაქტიკა თანამედროვე მეთოდისგან. ნუბიელები ეგვიპტელების მსგავსად ლუდს პურისგან ამზადებდნენ.

„პირველი ნაბიჯი უძველესი მცხობელებისა და ლუდის მწარმოებლებისთვის იყო მოწეული მარცვლეულის გაღივება. ეს პროცესი საკმაოდ ჩამოჰგავს მეოთხე კურსზე გაღივების სამეცნიერო პროექტის წარმოებას, სადაც  მარცვლეულს ალბობენ წყალში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, შემდეგ  წურავენ და ათავსებენ ქსოვილის შრეებს შორის გაღივებამდე,“  – განმარტავს  ანთროპოლოგიის ასპირანტი  მანდა მამერტი, რომელიც არმელაგოსს კვლევაში ეხმარებოდა.

გაღივების შემდეგ მარცვლებს აშრობენ და ფქვავენ ფქვილად, რომელიც პურის გამოსაცხობად გამოიყენება. ბაქტერია  streptomyces, სავარაუდოდ ლუდის მომზადების პროცესში ხვდება  შენახვის პერიოდის განმავლობაში ან მარცვლების გაშრობისას ან შესაძლოა პურის ცომის ამოსვლის პროცესში.

ნუბიელი ლუდის მხარშავები ცომს აცხობდნენ ვიდრე ის მაგარ ქერქს არ გაიკეთებდა, მაგრამ ტოვებდნენ თითქმის გამოუმცხვარ გულს. შემდეგ წარმოებდა პურის ნატეხების მოთავსება დაუფქვავი მარცვლებისგან დამზადებული ჩაის შემცველ ჭურჭელში. ნარევი განიცდიდა ფერმენტაციას და ხდებოდა ლუდის წარმოქმნა.

საბოლოოდ,  პროდუქტი არ გამოიყურებოდა, როგორც ქარვისფერი სასმელის პინტა, რომელსაც შეიძლება წრუპავდეთ თქვენს საყვარელ ბარში, თუმცა… „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უძველესი ევიპტური ლუდის შესახებ ჩვენ არ ვგულისხმობთ  Pabst Blue Ribbon –ს“  – განაცხადა არმელაგოსმა. „ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მარცვლეულის თხევადი ფაფის სახეობა.“

მამერტმა, რომელმაც ლუდი ხარშვისთვის გამოიყენა რამდენიმე უძველესი მეთოდი, პირველი მიღებული პარტია აღწერა როგორც  ალაოსმაგვარი და მჟავე.

გასათვალისწინებელია, რომ სვია, თანამედროვე ლუდის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხელმისაწვდომი არ იყო ძველ აფრიკაში. სვიის შემადგენლობაში შემავალი მჟავები კი ასრულებდნენ კონსერვანტების როლს, ამიტომ ნუბიელები სავარაუდოდ საკუთარი წარმოების ლუდს დამზადებისთანავე სვამდნენ.

მამერტი მიიზიდა უძველესი ხანის ლუდის ტექნოლოგიის კვლევამ, რადგან ის იძლეოდა შესაძლებლობას კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებული მკურნალობის მეთოდების შესასწავლად. „ანტიბიოტიკი ხშირად მიიჩნევა თანამედროვე ლაბორატორიების გამოგონებად, თუმცა ადამიანებისთვის ბუნებაში არსებული ანტიბიოტიკების მოქმედება უფრო დიდი ხნის წინათ  იყო ცნობილი ვიდრე ეგონათ,“ – აღნიშნა მან.

ლუდის ხარშვის პროცესი და მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდა ნუბიელთა შემდეგ, მაგრამ გაფანტული ისტორიული ჩანაწერები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ  ადამიანები განაგრძობდნენ ლუდისთვის სამედიცინო თვისებების მიწერას.

მე – 17 საუკუნის მიჯნაზე, როდესაც ინგლისში სვია ნელ–ნელა იმკვიდრებდა ადგილს, ზოგიერთი ამტკიცებდა რომ ახალი ინგრედიენტის წყალობით ლუდი გაცილებით სასარგებლო გახდა. გასული საუკუნის 20 – იანი წლების სარეკლამო პოსტერები ირლანდიაში შეიცავდნენ განცხადებას „გინესი სასარგებლოა თქვენთვის“. ხოლო აშშ -ში ალკოჰოლის აკრძალვის პერიოდში  ექიმების ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა უფლების მოსაპოვებლად (აშშ – ს უზენაეს სასამართლომდეც კი მიაღწიეს) რომ შესაძლებელი ყოფილიყო ლუდის როგორც წამლის დანიშვნა.

დღესდღეობით, ლუდის და მედიცინის გზები იკვეთება კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ადასტურებენ რომ ლუდს შეუძლია მრავალფეროვანი სარგებლის მოტანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

                                                                                             ჩარლი ბამფორტი

“ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ნებისმიერი ფორმით მნიშვნელოვნად ამცირებს კორონარული სისხლძარღვების დაავადების საშიშროებას,“ –  განაცხადა UC Davis –ის ლუდის წარმოების მეცნიერებათა პროფესორმა ჩარლი ბამფორტმა.  მისივე თქმით,  ალკოჰოლის გარდა ლუდი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებსაც,  როგორიცაა მაგალითად ვიტამინი B .

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s