დალიეთ ლუდი და იყავით ბედნიერი!

“ადამიანები, რომლებიც დღეში იღებენ ორ პინტა ლუდს ან ორ ჭიქა ღვინოს, თურმე  გაცილებით ჯანმრთელნი და ბედნიერები არიან, ვიდრე ფხიზელი ცხოვრების წესის მიმდევრები, ” – ნათქვამია The Sun-ის ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც პარიზის Public  Assistance Hospitals– ის ბოლოდროინდელ კველვას ეფუძნება.

გასათვალისწინებელია, რომ პარიზის Public  Assistance Hospitals – ის დოქტორმა ბორის ჰანსლემა და მისმა გუნდმა 18 წლის ასაკის ზევით ათასობით მამაკაცის და ქალის ცხოვრების სტილი და მათ მიერ სასმელის მოხმარების სიხშირე გაანალიზეს და შესაბამისი შედეგებიც მიიღეს.

კვლევის თანახმად, ლუდისა და ღვინის მოყვარულები შედარებით ნაკლები სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ხასიათდებიან დაბალი არტერიული წნევით, აქვთ გაცილებით ჯანმრთელიშინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ფილტვები, და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით.

ფრანგი მკვლევარების განმარტებით, ყველა ვინც ლუდს სვამს, ცდილობს მეტი ივარჯიშოს, რთა წონაში მომატება თავიდან აიცლოს. ალკოჰოლი კი თავისმხრივ, ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს ცირკულაციას და ხელს უწყობს რელაქსაციას, ერთი სიტყვით, აჯანსაღებს ორგანიზმს. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ ზომიერი მსმელები შეიძლება იყვნენ უფრო მდიდარი, გაცილებით ჯანმრთელნი და მათ არ ემუქრებათ გულ-სისხლზარღვთა დაავადებები, შესაძლოა ისინი მხოლოდ ამ დაავადების  დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

აღნიშნულის მიუხედავად, და უკვე ხელთარსებული კვლევის საფუძველზე მკვლევარებმა მაინც ვერ შეძლეს სასმელის სარგებლიანობის საბოლოოდ დამტკიცება და დასძინეს: “ჩვენი შედეგები არ გამორიცხავს ალკოჰოლის კარდიო-პროქტორულ ეფექტს”.  თუმცა ამის თქმა მაინც შეგვიძლია: დალიეთ ლუდი და იყავით ბედნიერი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s