ვინ მოხარშა და ისიამოვნა პირველი ლუდით?

ამბობენ, ლუდის წარმოებას შესაძლოა ისეთივე ძველი ფესვები ჰქონდეს, როგორც საკვების ცეცხლზე მომზადებას…

“ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ყველასათვის საყვარელი სასმელი, საკმაოდ ძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით, პირველად ვინ მოხარშა ის” – აღნიშნა ქრისტინ ჰასტორფმა ნიუ იორკის უნივერსიტეტში ლუდის არქეოლოგიის შესახებ ერთ-ერთი ლექციის წაკითხვისას.

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ჰასტორფმა კი დაადასტურა, რომ ლუდის მომზადების დოკუმენტური მტკიცებულება  რამდენიმე ათასწლეულს ითვლის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მის უკან რეალურად ვერ ვხედავთ  სიღრმისეულ ისტორიას. ჰასტორფის აზრით, ადრეული დასახლებების დათვალიერების ფონზე, შეუძლებელია ითქვას მისდევდა თუ არა ამ დასახლებების მოსახლეობა  ლუდის ხარშვას.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც დანამდვილებით მზადდებოდა ლუდი, მესოპოტამიაა, სადაც თიხის ტაბულებზე გაკეთებული ლურსმული ჩანაწერები ჩვ.წ.აღ–მდე დაახლოებით 4000 წლით თარიღდება. 2003 წელს იან ს. ჰორნსეის მიერ გამოცემული „ლუდი და ლუდის ხარშვის ისტორიის“  თანახმად, შუმერები ისე იყვნენ გატაცებული ლუდით, რომ დაახლოებით 1800 წელს ჩვ.წ.აღ-მდე უცნობმა პოეტმა ოდა მიუძღვნა ნინკასის – ლუდის ქალღმერთს. ამ ტაბულამ ჩვენამდე მოაღწია. ნინკასისადმი მიძღვნილი ჰიმნი ლექსად გადმოსცემს შემდეგს: „ნინკასი შენ ხარ ის, ვინც ღვრის გაფილტრულ ლუდს შემგროვებელი ავზიდან, რომელიც ტიგროსის და ევფრატის  შენაკადის მსგავსია“ .

„როგორ შეიძლება ლუდის ქალღმერთი ჰყავდეს მას, ვისაც ლუდი არ აღელვებს“– კითხულობს რიტორიკულად ჰასტორფი. „მე ვფიქრობ სამართლიანია აღინიშნოს, რომ ლუდი მნიშვნელოვანი იყო მესოპოტამიის ცხოვრებაში. რადგან ნინკასი  ქალი ღვთაება იყო, შესაძლოა, შუმერების ლუდის ხარშვის პროცესი ქალების მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენდა“.

უძველეს ეგვიპტეში ლუდის წარმოების შესახებაც არსებობს მონაცემები, რომლებიც ათასწლეულებით თარიღდება, მათ შორისაა საკმარისი ინფორმაცია ინგრედიენტების და პროცესების შესახებ, რომლებმაც შთააგონა ნიუკასტლის და კირინის ლუდსახარშები, მიეგნოთ საკუთარი ხელწერისთვის. საკმაოდ ფართომასშტაბიანი ლუდის წარმოება არსებობდა ეგვიპტეში. ჰასტორფის თანახმად, ის არ მოიცავდა მხოლოდ  ტავერნებს, მიკროლუდსხარშებს და ქალების მიერ ოჯახში დამზადებულ ლუდს.

მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის მიერ 2004 წელს მომზადებული კვლევა ფერმენტირებული სასმელების ისტორიას კიდევ უფრო უღრმავდება. ამ კვლევაში პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის და ანთროპოლოგიის მუზეუმის წარმომადგენელი პატრიკ მაკგოვერნი და მისი კოლეგები წარადგენენ მტკიცებულებას, რომ დაახლოებით 9000 წლის წინ ნეოლითის პერიოდის ჩინეთის სოფლების მაცხოვრებლები ამზადებდნენ ბრინჯის, თაფლის და ხილის (კუნელის ნაყოფი, ყურძენი)  შერეულ ფერმენტირებულ სასმელს. Dogfish Head ლუდსახარშმა  ამ სასმელის რეპროდუქცია მოახდინა, რაშიც მიიღო ჯილდო  და ძლიერი სასმელი Chateau Jiahu. ალკოჰოლის შემცველობის თვალსაზრისით ეს სასმელი უფრო ახლოს დგას ღვინოსთან, ვიდრე ლუდთან, მაგრამ მისი ინგრედიენტები ქმნიან ერთგვარ ჰიბრიდს.

ჰასტორფი  ფართო პოპულარობას ლუდის ადრეულ ფორმებს მიაწერს – „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ ტერიტორიებიდან აზიამდე და სამხრეთ ამერიკამდე, სადაც ლუდს მთელი რიგი ფაქტორების გამო საკუთარი ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ჭეშმარიტად  სოციალური სასმელია, რომელიც დღემდე ხელს უწყობს მის პოპულარობას. მაგრამ შესაძლოა თანაბარი მნიშვნელობის გამო ათასეულობით წლის წინ ლუდის სარგებელი ჯანმრთელობისთვის (მისი კვებითი ღირებულება და მისი მნიშვნელობა როგორც გამწმენდი სასმელისა) იმგვარ ტერიტორიებზე იყო აღიარებული,  სადაც სასმელი წყალი არ იყო უსაფრთხო.

ამასთან ერთად, ლუდი შედარებით ადვილი მოსახარშია და შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ნედლეულისგან. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, ეს არის: წყალი, საკვების მოსამზადებლად საჭირო სითბო და ნახშირწყლის გარკვეული ფორმა, ფერმენტებთან და საფუართან ერთად, რომლებიც ბუნებაში მრავლად მოიპოვება (საფუარი შეიძლება მიღებულ იქნეს ხილისგან; ფერმენტები – ნერწყვიდან). ჰასტორფის თანახმად, ლუდის დამზადება მეტად ადვილია. მას მოჰყავს კოლეგების ციტატები, რომელთაც შემუშავებული აქვთ მოწინავე თეორიები იმის შესახებ, რომ ადამიანები პირველად  მარცვლეულ კულტურებს გაუშინაურდნენ ლუდის  და არა მხოლოდ პურის დასამზადებლად. შემდეგ  ის გაჯერების საშუალებით ეთანოლთან (რომელიც მწიფე ხილში შედის) კავშირით განავითარეს. სხვადასხვა სახის მტკიცებულება მიუთითებს, რომ ლუდს შესაძლოა ისეთივე ძველი ფესვები ჰქონდეს, როგორც საკვების ცეცხლზე მომზადებას, რაც სათავეს 250,000 წლის წინ იღებს. „როდესაც ადამიანებმა ხელი მიჰყვეს ცეცხლის გამოყენებას და საკვების თერმულ დამუშავებას, ალბათ ლუდის დამზადებაც მაშინვე დაიწყეს“ – აღნიშნავს ჰასტორფი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s