ლუდის ზომიერი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის შემცველობის დონეზე

„ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება უკავშირდება ქოლესტერინის შემცველობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნავენ სპეციალსიტები FYI Living -ის  ერთ-ერთ  გამოცემაში.

კვლევის მონაწილეებს, რომლებიც  ყოველდღე ლუდის ზომიერ რაოდენობას მოიხმარდნენ, ერთი თვის შემდეგ  სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL), ანუ ჯანსაღი ქოლესტერინის უფრო მეტი შემცველობა აღმოაჩნდათ. საინტერესოა, რომ ეს ეფექტი  ქალებში უფრო მეტად აღინიშნებოდა, ვიდრე მამაკაცებში.

მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინები (HDL) მოქმედებენ როგორც ქოლესტერინის შთანმთქმელები სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ამცირებენ დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (LDL – „ცუდი“ ქოლესტერინი) სიჭარბეს. სასურველია, რომ მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინის (HDL) შემცველობა 60 მგ/დლ–ს აღემატებოდეს, რაც განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემცირებულ რისკს.

როგორ ზრდის ლუდი მაღალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (HDL) შემცველობას

ამერიკის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაციის (AHA) რეკომენდაციაა, რომ ქალებმა დღეში  ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი  მიიღონ, მამაკაცებმა კი – ორი. ამ  კვლევაში ქალი მონაწილეები  დღეში 1 ჭიქა ალკოჰოლს  მოიხმარდნენ, მამაკაცები – ორ ჭიქას. თუმცა, ამერიკის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია (AHA) იმასაც გვირჩევს, თუ არ ვსვამთ, უკეთესია არც დავიწყოთ. ალკოჰოლის მაღალი მოხმარება რეალურად უკავშირდება დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის დაგროვებას, ამიტომ უმჯობესია, თუ არ მოხდება მისი წარმოქმნის ხელშეწყობა.

სხვაგვარად როგორ შემიძლია ავამაღლო ჩემი მაღალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (HDL) შემცველობა?

ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი წონის შენარჩუნებით;

 რეგულარული ვარჯიშით;

კვების რაციონში ომეგა-3 ცხიმების ჩართვით, როგორებიცაა: თევზი, სელი და ნიგოზი;

ტრანსცხიმოვანი მჟავების ამოღებით კვების რაციონიდან;

ხსნადი ბოჭკოს მიღებით, როგორებიცაა: შვრია, პარკოსნები, ბრიუსელის კომბოსტო და მსხალი.

მაშ, გაუმარჯოს ცივი ლუდის ყინულოვან კათხას!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s