“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასიანი ჩეკით დააჯილდოვა

“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სპეციალური ჩეკით დააჯილდოვა . საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის “ნატახტარი კასრის” ბონუსის გადაცემის ოფიციალური ცერემონია  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის მენეჯერს თორნიკე ნიკოლაიშვილს ქართველოს მორაგბეთა ავტოგრაფებით დამშვენებული მაისური და რაგბის ბურთი გადასცეს საჩუქრად.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტისა და, კერძოდ, რაგბის საერთაშორისო წარმატება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს წარმატება ახალ ზელანდიაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი დაეხმარება ბორჯღალოსნებს უკეთესი შედეგების მიღწევაში,“ – განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ცერემონიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ნიჟარაძის თქმით, „ნატახტარი“ ქართველ მორაგბეებს სწორედ მაშინ დაუდგა მხარში, როცა ნაკრებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. „ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე სპორტის წარმატებით განვითარება თითქმის წარმოუდგენელია“, დასძინა მან და ასეთი სერიოზული მხარდაჭერისთვის „ნატახტარს“ მადლობა გადაუხადა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s