კამპანია “საჭესთან ფხიზლად!” აქტიურ ფაზაში შედის

ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

13 ოქტომბერს, „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გამართა სპეციალური შეხვედრა აკადემიის უფროსკლასელ მოსწავლეებთან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ,,საჭესთან ფხიზლად!“ კამპანიის და ახალი პერსონაჟის ვას-ოს (აბრევიატურა: -ინც  -რ   -ვამს) პრეზენტაცია გაიმართა.

კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა, პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: გენერალური სპონსორი კომპანია „ნატახტარი“, დონორები – სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდებში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა, საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე უფროსკლასელებთან – მომავალ ახალგაზრდა მძღოლებთან საუბარი, მათ კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

უფროსკლასელებთან შეხვედრა  ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა –  სტუმრებმა მოსწავლეებს სხვადასხვა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობის  შესახებ. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ მაისურები და პოსტერები გადაეცათ.

საგზაო უსაფრთხოების აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” და სარესტორნო ქსელ “GMC Group”-მა:  კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებში დარიგდა კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ სამანქანო სტიკერები. ხოლო სარესტორნო ქსელ GMC Group-ის რესტორან „შემოიხედე გენაცვალეში“ ყველა მომსახურე პერსონალს ეცვა კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ მაისური, რითაც მათ საგზაო უსაფრთხოების საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დარიგდა ასევე სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s