ვინ არის ვასო?

კამპანია „საჭესთან ფხიზლად“ აქტიურ ფაზაში შედის

13 ოქტომბერს,  ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღის აღსანიშნავად ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გამართულ ვას-ოს კლიპის პრეზენტაციაზე უფროსკლასელები შეიკრიბნენ.

ვას-ო

ვ-ინც

ა-რ

ს-ვამს

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებზე გამკაცრებული ჯარიმები ძალაში 2010 წლიდან შევიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნასვამობით გამოწვეული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მაინც ძალიან მაღალია: მხოლოდ 2011 წლის იანვარ–სექტემბრში 3,277 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, რომლის დროსაც დაიღუპა – 391, დაშავდა – 4,917 ადამიანი. აქედან სიმთვრალით – 209 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.

ალკოჰოლი რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტი და სუფრის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ კამათობს. მაგრამ საუკეთესო ალტერნატივა ასეთ დროს, იმ კონკრეტულ დღესასწაულზე/სუფრაზე შეკრებული ჩვენი სამეგობრო წრიდან ერთ-ერთი პიროვნების არჩევა და მისი ვას-ოდ დასახელებაა.

ვას-ო (აბრევიატურა: -ინც  -რ -ვამს) არის ცნობილი ბელგიური და ჰოლანდიური BOB-ის ერთგვარი ქართული ანალოგი, ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარი ნებით და მეგობრების საერთო გადაწყვეტილებით ამა თუ იმ შეკრების/დღესასწაულის ფხიზელი მძღოლია და მეგობრები შინ მშვიდობით მიყავს.

მაია ქობალია („საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი): „კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“ მომავალშიც განაგრძობს საგზაო უსაფრთხოების თემატიკის საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების გადაღებას და ახალგაზრდებთან (და არამარტო მათთან) აქტიურ თანამშრომლობას, რადგან მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდებში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომით და სხვა ადამიანური ფაქტორებით არის გამოწვეული; ალკოჰოლური თრობის დროს საჭის მართვა კი საგრძნობლად ზრდის ისეთი შეჯახების ალბათობას, რომელიც სიკვდილს ან მძიმე ტრავმას იწვევს. კამპანია „საჭესთან ფხიზლად!’’ სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცნობიერების ამაღლებამ, მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებულობამ და ამის შედეგად მათი ქცევის შეცვლამ, ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვით გამოწვეული საგზაო შემთხვევების და ჯარიმების  თავიდან ასაცილებლად კი ვას-ო საუკეთესო გამოსავალია.“

სალომე საღარაძე (კლიპის რეჟისორი): „სპეციალურად ისეთი პერსონაჟი შეირჩა, რომ თითოეულმა ქართველმა თავის თავთან გააიგივოს ვას-ო და მსგავს სიტუაციებში ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ანალოგიურად მოიქცეს. კლიპში კი ლუდი „ნატახტარი“ იყო გამოყენებული, რომელიც თავისი საუკეთესო ფერისა და გემოს გამო შეირჩა.“

კამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა, პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: გენერალური სპონსორი კომპანიანატახტარი“, დონორები – სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s