შეიძინე “ნატახტარის“ ლიმონათი და დაეხმარე მზრუნველობამოკლებულ პატარებს

კომპანიამ საქველმოქმედო ფონდი შექმნა

„იზრუნე მომავალზე ნატახტრის ლიმონათთან ერთად“,  – ამ სახელწოდებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კომპანია „ნატახტრის“, საპატრიარქოსა და ასოციაცია „ჩვენი სახლი  – საქართველოს“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს „ნატახტრის – ლიმონათთან ერთად დაგეგმილი საინტერესო და მასშტაბური პროექტის დეტალები გააცნეს. აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას ემსახურება.

კომპანია „ნატახტარი“ საზოგადოებრივად აქტიური ბიზნესორგანიზაციაა და სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მისი ინციატივით არაერთი აქცია ჩატარებულა, თუმცა „იზრუნე მომავალზე“  კომპანიის პირველი მასშტაბური საქველმოქმედო პროგრამაა, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად დაიწყო.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, „ნატახტრის“  მარკეტინგის მენეჯერი: კომპანია „ნატახტარმა“ საპატრიარქოსა და ასოციაცია „ჩვენს სახლთან“  ერთად პირველად დაგეგმა ასეთი მასშტაბური პროექტი. ადრე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრით (პროდუქტით, ტანსაცმლით ვეხმარებოდით, გასართობ ცენტრებში ვეპატიჟებოდით) ვეხმარებოდით, მაგრამ მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ არის და გვინდა მათ ხვალინდელ დღეზეც ვიზრუნოთ. მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან, დავასაქმოთ და მოზარდებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დავეხმაროთ, რათა ცხოვრების გაგრძელება დამოუკიდებლად შეძლონ. ერთი სიტყვით, ჩვენი სურვილია, ბავშვებს თევზი კი არ ვაჩუქოთ, თევზაობა ვასწავლოთ. როცა ისინი 18 წელს გადააბიჯებენ და იმ საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწევთ, ქუჩაში არ უნდა დარჩნენ და სრულფასოვანი ცხოვრება უნდა დაიწყონ. ეს პროექტი არ არის მოკლევადიანი და ერთჯერადი, კიდევ რამდენიმე საინტერესო გეგმის ხორცშესხმას ვაპირებთ.

– პროექტი „ნატახტრის“  ლიმონათის გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხებით დაფინანსდება?

– დიახ, 15 ნოემბრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ყოველი გაყიდული ლიმონათიდან, კონკრეტულად კი, _ 0.5-ლიტრიანი ბოთლიდან 1, 1-ლიტრიანიდან 3 და 2-ლიტრიანიდან 5 თეთრი პროექტის დაფინანსებას მოხმარდება. ვნახოთ, იაქტიურებს თუ არა საზოგადოება და რა თანხა მოგროვდება ამ ხნის განმავლობაში. მხოლოდ 2012 წელს ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ამიტომაც საჭიროა საზოგადოებისა და მედიასაშუალებების აქტიურობა, რათა ერთად  დავეხმაროთ ბავშვებს.

დროთა განმავლობაში შემოსული თანხის ანგარიშს ინტენსიურად წარვუდგენთ. ამ პერიოდში შეგროვილი თანხის ნამდვილობასა და გაყიდულ პროდუქციასთან შესაბამისობას მსოფლიოში ცნობილი N1 აუდიტორული კომპანია Price Waterhouse Coopers  დაადასტურებს.

– რას ელოდებით ამ პროექტისგან, რა თანხის მოგროვებას ვარაუდობთ?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ინფორმირებული იქნება საზოგადოება. დაახლოებით 100 ათას ლარამდე თანხის მოგროვებას ველოდები. თუმცა, ყველაფერი მაინც თქვენი კოლეგების და მომხმარებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული და დიდ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

სილვია ბოროვეცი, ასოციაცია “ჩვენი სახლის” პოლონელი წარმომადგენელი:

– “ნატახტარის” ფორმატის პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. ეს პირველია და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი საზოგადოება მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმართ გულგრილი არ დარჩება… პოლონეთში ადგილობრივი კომპანიების ინიციატივითა და მონაწილეობით უამრავი ასეთი ტიპის პროექტი წარმატებით ხორციელდება.

ლელა მერაბიშვილი, ასოციაცია “ჩვენი სახლის”  წარმომადგენელი:

– ამ პროექტის წამოწყება ყველა მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ მათგანს ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს აქცია კი საშუალებას გვაძლევს მათ უკეთესი მომავალი შევუქმნათ. უპატრონო ბავშვებს ცხოვრების გასაგრძელებლად ნორმალური, კომფორტული ოჯახური გარემო სჭირდებათ, რაც ჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი ბავშვებისგან განსხვავებით, მათთვის ფერადი ოცნებაა. საზოგადოების აქტიურობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში კი ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, მოზარდებს არა მარტო ხელობა შევასწავლოთ, არამედ განათლება მიიღონ პროფესიულ სასწავლებლებში, რათა მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდებიან, არჩევანის საშუალება ჰქონდეთ და იმ პროფესიას დაეუფლონ, რის ნიჭსაც გამოავლენენ. მერე კი შეძლებენ დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობასა და პრობლემებთან გამკლავებას. ჩვენი მიზანია ასევე დავეხმაროთ შრომისუუნარო ბავშვებსაც. ეს არ იქნება გუნდური სწავლებისა და დასაქმების პრინციპი. ყველა მათგანს ინდივიდუალურად მივუდგებით და გავარკვევთ, რისი შესწავლა და გაკეთება შეუძლიათ. ცხადია, ეს საკმაოდ დიდ პრობლემებსა და ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმედია, რომ საზოგადოების დახმარებით ამ პასუხისგმებლობისთვის თავის გართმევას შევძლებთ.

შალვა კეკელია, დეკანოზი:

– ამ მადლიანი საქმის წამოწყებისთვის კომპანია “ნატახტარს” მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ასოციაცია `ჩვენი სახლის~ მიმართაც. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სხვაზე ზრუნვა უდიდესი მადლია. ადამიანს, რომელიც სრულწლოვანი ხდება და ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე მარტო რჩება, რთული პერიოდი უდგება და ამას განსაკუთრებით მწვავედ მზრუნველობამოკლებული ბავშვები აღიქვამენ. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა, როცა ადამიანს პროფესია აქვს, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს, მაგრამ ორმაგად მძიმეა, როცა არც სამსახური აქვს და არც ხელობა. დიდი მადლია, როცა მას ცხოვრების მოწყობაში სხვა ადამიანები ეხმარებიან. უწმინდესი ქადაგებებში ხშირად ამბობს: _ არ არის აუცილებელი ადამიანს მისცე თევზი, მთავარია, თევზის დაჭერა ასწავლოო. უფალმა ყველას შეაძლებინოს ამ სიკეთის გაკეთება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s