ლუდის შესახებ გამოვლენილი და უარყოფილი ექვსი მითი…

არსებობს მითები და ჭორები ლუდის შესახებ, რომლებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამგვარად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 6 მითის შესახებ, რომლებიც აღარ უნდა დაიჯეროთ.

ქვემოთ მოცემულია ექვსი ყველაზე აღმაშფოთებელი სტერეოტიპი და თუ რა უნდა იცოდეთ თქვენ:

მითი ლუდის შესახებ 1 : თქვენ შეგიძლიათ ლუდის „ღიპის“ მოშორება ღია ფერის ლუდის მოხმარებით.

ფაქტი: სინამდვილეში 1 პინტა ღია ფერის ლუდი შეიცავს მხოლოდ 90-დან 100-მდე კალორიას, ხოლო ჩვეულებრივი ლუდი დაახლოებით 150-170 კალორიას. ამ შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება სვათ ასეთი ლუდი ყოველ მეორე დღეს, ან რომ მხოლოდ ლუდია დამნაშავე. ლუდის „ღიპი“ განპირობებულია წვეულებებზე / კლუბებში შემოთავაზებული ბუტერბროდებით და შემწვარი საკვებით, რორიცაა ჩიფსი და ვაფლი, რომელსაც უგონოდ ბევრს მიირთმევთ სმის დროს ან მის შემდეგ. ყველაფერი ერთმანეთს ემატება – ღია ფერის ლუდი ან მუქი ფერის ლუდი.

მითი ლუდის შესახებ 2: რაც უფრო მუქია ლუდი, მით უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავს ის.

ფაქტი: ერთ-ერთი მითი უკავშირდება მუქი ფერის ლუდს `გინესს“, რომელიც მხოლოდ 4.2% ალკოჰოლს შეიცავს. ლუდის ფერი განპირობებულია მოხალული ალაოთი და არა ალკოჰოლის შემცველობით.

მითი ლუდის შესახებ 3: ლუდი გამოუსადეგარია თუ გაათბობთ და შემდეგ გაყინავთ.

ფაქტი: ეს სიმართლეა მხოლოდ მაშინ, თუ ამას მუდმივად მრავალჯერ აკეთებთ; ხელახლა გაციება ლუდზე მკვეთრ გავლენას არ ახდენს. ლუდი შეიძლება გაფუჭდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის ხანგრძლივად იქნება გახსნილ მდგომარეობაში ჰაერზე ან სინათლეზე. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ყურადღება მიაქციოთ ახალ ლუდს, შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილზე და ის მშვენივრად გაძლებს.

მითი ლუდის შესახებ 4: ლუდი არ უნდა იყოს მჟავე ან მწარე გემოს მქონე.

ფაქტი: თქვენი ლუდი მწარეა მასში შემავალი სვიის გამო, რომელიც აბალანსებს ტკბილ ალაოს და მოქმედებს როგორც კონსერვანტი. სვიის შემცველობა დამოკიდებულია ლუდის ტიპზე. სწორედ სვიის გამოა, რომ ლუდს აქვს ძლიერი, მიწის და მწარე გემო და ეს არის რაც ლუდს გემრიელს ხდის მისი მოყვარულებისთვის მთელ მსოფლიოში. თუ თქვენ ეძებთ რაიმეს ტკბილს, მიირთვით ლიმონათი.

მითი ლუდის შესახებ 5: მწვანე ბოთლში ჩამოსხმული ლუდი საუკეთესოა

ფაქტი: ლუდის ბოთლის შეფერილობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ლუდის ტიპზე. მუქი ფერის ბოთლები ხელს უწყობს სინათლისგან დაცვას უფრო უკეთ, ვიდრე ღია ფერის ბოთლები. ამიტომ შესაძლოა შენიშნეთ, რომ ყველა ლუდის ბოთლი მუქი ფერისაა. მწვანე, შავი ან ყავისფერი, ბოთლის ფერი არ განსაზღვრავს ლუდის ხარისხს.

მითი ლუდის შესახებ 6: ქალებს არ უყვართ ლუდი.

ფაქტი: შუა საუკუნეებიდან შედარებით ბოლოდროინდელ თავისუფალ დრომდე მოყოლებული, ჩვენ, ქალებს ყოველთვის გვიყვარდა ჩვენი ლუდი. იმის დაჯერება რომ ლუდი ქალების სასმელი არ არის იგივეა დავიჯეროთ რომ მამაკაცებს არ მოსწონთ სამყარო. და ჩვენ კი ვიცით რომ მათ მოსწონთ.

რატომ არის ლუდის ქაფი ყოველთვის თეთრი?

ლუდის ქაფი შედგება ნახშირორჟანგის უმცირესი ბუშტუკებისგან, რომლის კედლები აგებულია დუღილის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა ცილებისა და ნახშირწყლებისგან.

ფერი იქმნება სინთლის გარკვეული სიგრძის ტალღის არეკვლის გამო. ყვითელი ფერის ლუდი შთანთქავს ყველა ფერის სინათლეს გარდა იმ სიხშირისა, რომელიც იძლევა ყვითელ ფერს. ლუდის ქაფი თეთრია, რადგან წვრილი ბუშტუკების კედლები აირეკლავს ყველა ფერის სინათლეს. ხანდახან შეიძლება შენიშნოთ შავი ფერის ლაქები ქაფში. ისინი სავარაუდოდ რკინის ნაერთებია, რომლებიც ზოგჯერ შედის ლუდის შემადგენლობაში და გამოიდევნება ზედაპირისკენ ბუშტების მიერ.

Advertisements

2 responses to “ლუდის შესახებ გამოვლენილი და უარყოფილი ექვსი მითი…

  1. ლუდი მწარე მიყვარს მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s