„ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტის, პირველი ნაწილი – თანხის შეგროვება, დასრულდა!

„ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტის პირველი ეტაპი – თანხის შეგროვება, დასრულდა. ასევე დასრულებულია 16-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბაზის შედგენა. მომავალი კვირიდან, ბავშვებთან მუშაობას დაიწყებენ, ფსიქოლოგობი. მათი დასკვნის შემდეგ მოხდება ბავშვებისთვის საინტერესო და საჭირო  პროგრამებისა და მიმართულებების დადგენა.

შეგროვებული თანხის მოცულობაა 142 802 ლარი, იგი შესაბამისი პროექტების მიხედვით გადანაწილდება და მთელი  წლის განმავლობაში გაიხარჯება. კონკრეტულად პროექტების შესახებ ვრცელი მოხსენება გაკეთდება მიმდინარე კვირის განმავლობაში საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“-ს განახორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.5ლ; 1ლ და 2ლ).

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s