ლუდის შესახებ არსებული და უარყოფილი ექვსი მითი

არსებობს მითები და ჭორები ლუდის შესახებ, რომლებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 6 მითის შესახებ, რომლებიც აღარ უნდა დაიჯეროთ. ქვემოთ მოცემულია ექვსი ყველაზე აღმაშფოთებელი სტერეოტიპი და შესაბამისი რეალური ფაქტები:

მითი # 1: თქვენ შეგიძლიათ “ლუდის ღიპის“ მოშორება ღია ფერის ლუდის სმით.

ფაქტი: 1 პინტა ღია ფერის ლუდი შეიცავს მხოლოდ 90-დან 100-მდე კალორიას, ხოლო ჩვეულებრივი ლუდი, დაახლოებით, 150-170 კალორიას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ასეთი ლუდი ყოველ მეორე დღეს სვათ, ან იმას, რომ მხოლოდ ლუდია დამნაშავე. `ლუდის ღიპს“ აჩენს შემოთავაზებული ბუტერბროდები და შემწვარი საკვები, ან ჩიფსი და ვაფლი, რომლებსაც სმის დროს ან მის შემდეგ საკმაოდ ბევრს მიირთმევთ.

მითი # 2: რაც უფრო მუქია ლუდი, მით უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავს.

ფაქტი: ლუდს მუქ ფერს აძლევს მოხალული ალაო და ალკოჰოლის შემცველობაზე იგი არ მოქმედებს.

მითი # 3: ლუდი გამოუსადეგარია, თუ გაათბობთ და შემდეგ გაყინავთ.

ფაქტი: ეს სიმართლე მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ამას მრავალჯერ გააკეთებთ; ხელახლა გაციება ლუდზე მკვეთრ გავლენას არ ახდენს. სასმელი შეიძლება მხოლოდ მაშინ გაფუჭდეს, თუ გახსნილ მდგომარეობაში ჰაერზე ან სინათლეზე ხანგრძლივად იქნება. თქვენ, უბრალოდ, ახალ ლუდს ყურადღება უნდა მიაქციოთ, გრილ და ბნელ ადგილზე მოათავსოთ და ისიც კარგად შეინახება.

მითი # 4: ლუდის არ უნდა ჰქონდეს მჟავე ან მწარე გემო.

ფაქტი: თქვენ ლუდს სიმწარეს მასში შემავალი სვია აძლევს, რომელიც ტკბილ ალაოს აბალანსებს და მოქმედებს, როგორც კონსერვანტი. სვიის შემცველობა ლუდის ტიპზეა დამოკიდებული. სწორედ სვიის გამო აქვს ლუდს მკვეთრი მომწარო გემო, რაც ლუდს გემრიელს ხდის მისი მოყვარულებისთვის მთელ მსოფლიოში. თუ რამე ტკბილს ეძებთ, ლიმონათი მიირთვით.

მითი # 5: მწვანე ბოთლში ჩამოსხმული ლუდი საუკეთესოა

ფაქტი: ლუდის ბოთლის შეფერილობა მხოლოდ ლუდის ტიპზე არ არის დამოკიდებული. მუქი ფერის ბოთლი სინათლისგან უკეთ იცავს, ვიდრე ღია ფერისა. ბოთლის ფერი ლუდის ხარისხს არ განსაზღვრავს.

მითი # 6: ქალებს არ უყვართ ლუდი.

ფაქტი: შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დღემდე, შედარებით თავისუფალ ეპოქამდე, ქალებს ლუდი ყოველთვის უყვარდათ. იმის დაჯერება, რომ ლუდი ქალების სასმელი არ არის, იგივეა, დავიჯეროთ, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ სამყარო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s