“ნატახტარის” ტრადიციული გათამაშება დაიწყო

კომპანია “ნატახტარი” 50 ათას ლარსა და EURO-2012-ის ბილეთებს ათამაშებს

“ნატახტარმა”, ტრადიციული, გრანდიოზული გათამაშება დაიწყო. კომპანია ლუდის მოყვარულებს 50 ათასი ლარისა და EURO-2012-ის ფინალურ მატჩზე დასწრების საგზურების მოგების შანსს აძლევს.

“ნატახტარი”  წელს კიდევ უფრო მეტად ინოვაციურია, აღნიშნული პრიზების გარდა შესაძლებელია მოიგოთ 10-დან 200 ლარამდე თანხა. თანაც, მოგებული თანხის მისაღებად ბანკში წასვლა საჭირო აღარ არის, ვინაიდან მოგებული თანხა თვითონ ბოთლის თავსახურშია ჩადებული.

“ნატახტარი” გათამაშებას ტრადიციულად, უკვე მეოთხედ აწყობს. წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 7 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ადგილზე შეგიძლიათ გახსნათ ლუდი `ნატახტარის~ ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს არის ინოვაციური გათამაშება, რადგანაც თანხის მოგების შემთხვევაში მისი განაღდება მყისიერად შეიძლება, ანუ ფული თავად “ნატახტარის”  თავსახურავის ქვეშ მიმაგრებულ კაპსულაში იქნება მოთავსებული.

“ნატახტარი”  მარკეტინგის დირექტორის თორნიკე ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს არის ინოვაცია, რომელიც მისი გამომგონებლის მიერ დაპეტენტებულია და რომლის გამოყენების უფლებაც “ნატახტარმა” ოფიციალურად შეიძინა.

“ნატახტარი”  გათამაშებას უკვე მეოთხედ აწყობს. 2012 წლის გათამაშება, 2010 წლის მსგავსად, თემატურად დაკავშირებულია ფეხბურთთან. ჩვენი მიდგომა გამოიხარტება იმაში, რომ მოგების ყველაზე მყისიერი საშუალება იქნა არჩეული – კაპსულაში ფულია. ანუ როდესაც ადამიანი პლასტმასის ბოთლს თავსახურავს მოხსნის, თუ მას გაუმართლებს, შეუძლია ნახოს კაპსულა, რომელშიც მოთავსებულია ფული. ამის გარდა პრიზებია 4 საგზური ევროპის ჩემპინატის ფინალურ მაჩტზე და ასევე პრიზის სახით 50 ათასი ლარი”, –  განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

ინოვაციაა ისიც, რომ მომგებიანი პლატსმასის ბოთლების დიზაინი ოდნავ შეცვლილია, დაგრძელებულია ბოთლის ყელი, ხოლო მასზე დატანებული კაპსულა და ფეხბურთელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ლუდი შესაძლოა მომგებიანი იყოს.

ასევე ყველა ზომის ბოთლში (0.5-ლიტრიან შუშის ბოთლში, 1-ლიტრიან, 2-ლიტრიან და 2.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი – 50 000 ლარი, ასევე გათამაშდება 300 000 ცალი 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი “ნატახტარი”.

მნიშვნელოვანია, რომ “ნატახტარმა”, როგორც ქართული სპორტის და მათ შორის ფეხბურთის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება უკრაინაში გასამართ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის – EUღO 2012 ფინალურ შეხვედრას დაუკავშირა. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გათამაშებაშია 4 ცალი საგზური EUღO 2012 ფინალზე უკრაინაში. საგზური მოიცავს სრულ მომსახურებას, თამაშზე დასასწრები ბილეთების, მგზავრობის ღირებულება, სასტუმროს ხარჯები და ასევე ჯიბის ფული, დღეში 100 დოლარის ოდენობით.

მოგების ან გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მსურველს შეუძლია დარეკოს სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე – 2 550 700 ან მიაკითხოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის 87 ა, სს “ლომისის” ცენტრალური ოფისი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s