ბლანის სამქულიანმა ტაქტიკამ მხოლოდ ქულა მოიტანა

“ჩვენი მიზანი ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებაა. ბურთზე აუცილებლად უნდა დავაწესოთ კონტროლი და ეს სამი ქულის მოპოვების უმთავრესი გარანტი იქნება, ” – უთხრა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემას ევროპის ჩემპიონატში მისი გუნდის ჩართვამდე რამდენიმე საათით ადრე.

“მამლებმა” ტურნირი ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტთან, ინგლისთან შეხვედრით გახსნეს. ბლანის დავალება შეასრულეს – ბურთზე კონტროლი მართლაც დააწესეს, მაგრამ ეს სამი ქულის მოსაპოვებლად არ ეყოთ. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი სახიფათო მომენტი ბრიტანელებმა შექმნეს – მე-15 წუთზე ეშლი იანგმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯეიმს მილნერი. ამ უკანასკნელმა ჰუგო ლორისიც მოატყუა და არც ისე მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეში გაახვია, ოღონდ გარედან. 🙂

თხუთმეტ წუთში როი ჰოჯსონის გუნდი მაინც დაწინაურდა, მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი თავით კარში ჯოლეონ ლესკოტმა გადაგზავნა. ამ ეპიზოდში მთავარი დამნაშავე მცველი ალუ დიარა იყო, რომელმაც პოზიცია დაკარგა და ლესკოტს ხელი ვერ შეუშალა. სწორედ დიარას მიეცა შეცდომის გამოსწორების ბრწყინვალე შანსი – ხუთიოდ მეტრიდან დარტყმული ძლიერი თავურით, მაგრამ ინგლისის ნაკრები გოლკიპერმა იხსნა. ჯო ჰარტმა საოცარი რეაქცია გამოავლინა.

ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჰარტს მაინც მოუხდა კარიდან ბურთის გამოტანა. წონასწორობა სამირ ნასრიმ აღადგინა, საჯარიმოს გარედან შესრულებული ძლიერი და ზუსტი გასროლით.

შესვენებამდე დარჩენილი ცოტა დრო და თითქმის მთელი მეორე ნახევარი საფრანგეთის ნაკრების კარნახით ჩათამაშდა. შიგადაშიგ მწვავე კონტრშეტევებს ინგლისელებიც წამოიწყებდნენ ხოლმე, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა.

D ქვეჯგუფის ბობოლებმა ევროპირველობა თითო ქულით გახსნეს და ჯერჯერობით გათამაშების ცხრილის თავშიც დგანან, მაგრამ სულ რაღაც სამიოდ საათით, ვიდრე ამავე ჯგუფში მყოფი უკრაინისა და შვედეთის მატჩი არ დასრულდება.

P.S. უყურეთ და უქომაგეთ EURO 2012 -ზე თქვენს ფავორიტ გუნდს   “ნატახტართან” ერთად სასიამოვნო გარემოში, მიირთვით ლუდი, გაერთეთ და მოიგეთ უამრავი პრიზი:  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, “ივენთ ჰოლი” და ფაბი “ბარლიკი” (სამაიას ბაღთან)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s