ვარსკვლავური დუბლი და არნახული სიხარული კიევში

ევრო 2012-ის თანამასპინძელმა უკრაინამ ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით გახსნა. კიევში ჩატარებულ მატჩში ოლეგ ბლოხინის გუნდმა შვედეთს ანდრეი შევჩენკოს დუბლით 2:1 მოუგო და D ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

უგოლო და ნაკლებად სანახაობრივ პირველი ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე შანსი შვედების ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიეცა – მე-40 წუთზე მან მასპინძელთა კარის დარაჯი ანდრეი პიატოვი მოძრაობაზე დაიჭირა და დაუცველ შორეულ კუთხეში დაურტყა, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდა, ბურთი ძელს მოხვდა.

შესვენებამდე უკრაინელთაგან გატანა შევჩენკოს, ანდრეი ვორონინსა და ანდრეი იარმოლენკოს შეეძლოთ, თუმც ხან კარს ვერ დაუმიზნეს, ხანაც მეკარე ანდრეას ისაკსონი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა გაცილებით გახსნილად დაიწყო და შედეგად, 9-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გავიდა. 52-ე წუთზე კიმ კალსტრიომის პასი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეირგო და ტრიბუნები დაადუმა, ოღონდ სულ რაღაც სამიოდ წუთით.

შემდეგ კი ანდრეი შევჩენკოს დრო დადგა. 35 წლის უკრაინელმა ვარსკვლავმა ჯერ იარმოლენკოს მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს დაუხვედრა თავი საგოლედ, შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებული ისევ თავით, მეკარის ახლო კუთხეში ბილიარდის სიზუსტით შეაძვრინა და უკრაინის დროშის ფერებში შემოსილ გულშემატკივრებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო.

მატჩის მიწურულს შვედებმა გვარიანად ანერვიულეს მასპინძლები. 90-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე პიატოვთან პირისპირ დარჩენილმა ელმანდერმა და მელბერგმა კარს ააცილეს.

შეგახსენებთ, D ჯგუფში უკრაინისა და შვედეთის გარდა საფრანგეთი და ინგლისიც თამაშობენ და ამათი დაპირისპირება დღეს 1:1 დასრულდა. მეორე ტურის შეხვედრები 15 ივნისს გაიმართება. მასპინძლები ფრანგებს შეხვდებიან, შვედები – ინგლისელებს.

P.S. უყურეთ და უქომაგეთ EURO 2012 -ზე თქვენს ფავორიტ გუნდს   “ნატახტართან” ერთად სასიამოვნო აგრემოში, მიირთვი ლუდი, გაერთე და მოიგე უამრავი პრიზი:  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, “ივენთ ჰოლი” და ფაბი “ბარლიკი” (სამაიას ბაღთან)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s