მეოთხედფინალი ჯერ ვერავინ გაინაღდა

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, A ქვეჯგუფიდან პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.

რუსეთის ნაკრებს შეეძლო, ევრო 2012-ის პირველი მეოთხედფინალისტი გამხდარიყო, თუკი ტურნირის თანამასპინძელ პოლონეთს დაამარცხებდა, მაგრამ ვარშავაში, ცოტა ხნის წინ ჩატარებული შეხვედრა ფრედ დასრულდა. რუსებმა ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს, ხოლო პოლონელებმა პლეი-ოფის შანსი.

ამ თამაშს წინ დიდი დაპირისპირებები უძღვოდა. დღის განმავლობაში პოლონელ და რუს ქომაგებს შორის რამდენიმე ხელჩართული ჩხუბი მოხდა. უშუალოდ თამაშმაც გამოაჩინა, რომ შეხვედრას მარტო წმინდა სპორტული ხასიათი არ ჰქონდა. დაძაბულობა პირველიდან ბოლო წუთამდე თვალშისაცემი იყო, ფეხბურთელები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში საოცარი შემართებით იბრძოდნენ.

მასპინძლებმა თავიდანვე მძლავრად შეუტიეს და საწყის წუთებში რუსეთის ნაკრები გაშვებულ გოლს მეკარე ვიაჩესლავ მალოფეევის ოსტატობამ ორჯერ გადაარჩინა. პირველი ტაიმის შუაწელს ეუგენ პოლანსკიმ მაინც გაიტანა, ოღონდ თამაშგარედან. 37-ე წუთზე კი ბურთი უკვე საპირისპირო კარის ბადეში აღმოჩნდა. თავი ალან ძაგოევმა გამოიჩინა, რომელსაც მიმდინარე ევროპირველობაზე სამი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო გაიხსნა და საგოლე მომენტებიც ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა, ძირითადად რუსთა კართან, თუმცა დროდადრო ეს უკანასკნელნიც სახიფათოდ უტევდნენ. ანგარიში კი ერთადერთხელ შეიცვალა – ძირითადი დროის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე იაკუბ ბლაშიკოვსკიმ მალოფეევს საჯარიმოს გარედან, შორეულ ცხრიანში გაუტანა – 1:1.

A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები 16 ივნისს გაიმართება. 4-ქულიანი რუსეთი 1-ქულიან საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 3-ქულიანი ჩეხეთი – 2-ქულიან პოლონეთს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s