პორტუგალიელებმა იმედი ბოლოს გადაარჩინეს

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის უმთავრესი სენსაციის ავტორს – დანიის ნაკრებს ფავორიტებს შორის დასახელებული კიდევ ერთი მეტოქის გამწარებამდე სულ ცოტა დააკლდა. მორტენ ოლსენის გუნდი დღეს პორტუგალიასთან 2:3 დამარცხდა.
დანიელებს ამ შეხვედრაში ფრეც აძლევდათ ხელს, რადგან ზურგს ჰოლანდიის ძლევით მოპოვებული სამი ქულა უმაგრებდათ. პორტუგალიელები კი გერმანელებთან წაგების გამო მეოთხედფინალს მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ.
ამის მიუხედავად, პაულუ ბენტუს გუნდმა საკმაოდ მშვიდად დაიწყო თამაში და საწყის 20 წუთში ერთი დასამახსოვრებელი მომენტიც კი არ შეუქმნია. სამაგიეროდ მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი მოიპოვა და თამაში ნელ-ნელა მთლიანად მეტოქის ნახევარზე გადაიტანა.
24-ე წუთზე უპირატესობა ანგარიშშიც აისახა – კუთხურს მადრიდის “რეალის” მცველ პეპეს საგოლე თავური მოჰყვა. 

ათიოდ წუთში ელდერ პოშტიგამ მეორედ დალაშქრა სტეფან ანდერსენის კარი. ორბურთიანმა უპირატესობამ პორტუგალიელები მოადუნა და სწრაფადვე დაისაჯნენ – ტაიმის მიწურულს ნიკლას ბენდტნერმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე ტაიმი უკვე დანიელთა კარნახით დაიწყო. წონასწორობის აღდგენა კრისტიან ერიკსენს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელ ეპიზოდში კარს ვერ დაუმიზნა. გაცილებით რეალური საგოლე ეპიზოდები პორტუგალიელთა კონტრშეტევებს მოჰყვა. ორჯერვე კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა მეკარის პირისპირ, თუმც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უჩვეულოდ უხეიროდ ითამაშა.
მე-80 წუთზე ბენდტნერმა პორტუგალიელი ქომაგები მეორედ დაამწუხრა. ამასთან, კარიერის მანძილზე პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა.
სასურველი ფრე დანიელებმა მხოლოდ 87-ე წუთამდე შეინარჩუნეს, ვიდრე შეცვლაზე შესულმა სილვესტრ ვალერამ არ “გაისროლა”. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი პაულუ ბენტუს შეგირდები სამი ქულისა და პლეი ოფის საგზურის დაკარგვას ერთხელაც გადაურჩნენ, როდესაც დანიელმა ლასე შონემ ხელსაყრელი პოზიციიდან უზუსტოდ დაარტყა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას და დანიას 3-3 ქულა დაუგროვდათ. წინ კი კიდევ თითო შეხვედრა აქვთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s