ჩეხებმა წამხდარი ხასიათი ბერძნებთან გამოიკეთეს

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ ქვეჯგუფში ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პირველ ტურში რუსეთისგან განადგურებულ (1:4) გუნდს დღეს, საბერძნეთთანაც რომ წაეგო, მეოთხედფინალში გასვლის თეორიულ შანსსაც კარგავდა…

ამჯერად, თამაში ისე დაიწყო, ჩეხმა გულშემატკივრებმა ანერვიულებაც ვერ მოასწრეს. მესამე წუთზე პეტრ ჟირაჩეკმა ანგარიში გახსნა, მეექვსეზე კი ვადავ პილარიმ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ბერძნები უიღბლო სტარტმა ისე დააბნია, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებიათ. ერთადერთი გამონაკლისი მე-40 წუთზე მათ მიერ გატანილი გოლი იყო, რომელიც მსაჯმა თამაშგარედ მიიჩნია და გააუქმა. უკანმოუხედავი შეტევით თავი აღარც ჩეხებს მოუკლავთ და ეს შეხვედრის სანახაობრივ მხარესაც დაეტყო.

მოსაწყენი თამაში შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა იყო იშვიათი გამონათებებიც – მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, მილან ბაროშს თავისუფლად შეეძლო, ანგარიში 3:0 გაეხადა, მაგრამ ხელსაყრელ სიტუაციაში კარში დარტყმა დააგვიანა და შანსიც გამოუყენებელი დარჩა.

53-ე წუთზე, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, პეტერ ჩეხმა ისეთი საოცრება ჩაიდინა, ლონდონის “ჩელსისგან” და კონკრეტულად ჩეხისგან გამწარებული “ბარსელონას” გულშემატკივრებს რომ გაუხარდებოდათ – მარტივად ასაღები ბურთი როგორღაც ხელიდან გაუვარდა და საჩუქარი შეცვლაზე შესულმა თეოფილოს გეკასმა შეირგო. სულ ეს იყო, რაც საბერძნეთმა შეძლო – მატჩი 1:2 წააგო და მესამე ტურის იმედადღა დარჩა, რომელშიც რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს.

P.S. უყურეთ და უქომაგეთ EURO 2012 -ზე თქვენს ფავორიტ გუნდს   “ნატახტართან” ერთად სასიამოვნო გარემოში, მიირთვი ლუდი, გაერთე და მოიგე უამრავი პრიზი:  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, “ივენთ ჰოლი” და ფაბი “ბარლიკი” (სამაიას ბაღთან)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s