ბრიტანულ-შვედური თრილერი

ევრო 2012-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ინგლისისა და შვედეთის მატჩით დაგვირგვინდა. D ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა უხვგოლიანი და რაც მთავარია, ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრიტანელებმა დრამატულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.  შვედებმა კი უკვე ქვეჯგუფიდან გაღწევის თეორიული შანსიც დაკარგეს.
ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა პირველ მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – ოქსლეიდ-ჩემბერლენის მაგივრად თამაში ენდი ქეროლს დააწყებინა. ამ უკანასკნელმა დამრიგებლის ნდობა გაამართლა და 23-ე წუთზე მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. “ლივერპულის” წინახაზელმა თანაგუნდელ სტივენ ჯერარდის პასით და ოლოფ მელბერგის შეცდომით ისარგებლა.  ტაიმი ინგლისმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
შესვენების შემდეგ თავისი გოლი მცველმა გლენ ჯონსონმაც შეაგდო, ოღონდ… საკუთარ კარში – 1:1. ცოტა ხანში ჰოჯსონის შეგირდები სულაც მდევრის როლში აღმოჩნდნენ. მელბერგმა პირველი ნახევრის შეცდომა გატანილი გოლით გამოისყიდა.
72-ე წუთზე უკვე ბრიტანელებმა გაათანაბრეს, შეცვლაზე შესული ტეო უოლკოტის გოლით. 6 წუთში კი სულაც, ისევ სათავისოდ შეატრიალეს თამაში – უოლკოტმა ორი მცველი მოატყუა, ჩააწოდა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნიჭიერმა შემტევმა, დენი უელბეკმა ქუსლით, ძალიან ტექნიკურად გადააგზავნა ბურთი ბადეში.
თამაშის მიწურულს შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმეჯერ გამოაჩინა ბრჭყალები, მაგრამ “მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტს ვერ აჯობა.
19 ივნისს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, პლეი ოფის ორი საგზური ინგლისს, საფრანგეთსა და უკრაინას შორის გათამაშდება. ფრანგები უმოტივაციოდ დარჩენილ შვედებს შეხვდებიან, ხოლო ინგლისელები და უკრაინელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გათამაშების ცხრილს სათავეში საფრანგეთი და ინგლისი უდგანან, 4-4 ქულით. უკრაინის ანგარიშზე კი 3 ქულაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s