წვიმა და მოწყენილობა “დონბას არენაზე”

D ქვეჯგუფში მეორე ტური უკრაინისა და საფრანგეთის მატჩით გაიხსნა. დონეცკის “დონბას არენაზე” შეხვედრა ოთხიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა მსაჯმა თამაშის შეწყვეტა ბრძანა. კოკისპირული წვიმის გამო ტრიბუნებიც კი მომენტალურად დაცარიელდა. მატჩი ერთი საათით გადაიდო.
იმ ერთ საათში ამინდი დამშვიდდა და შეხვედრა დათქმულ დროს განახლდა, მაგრამ დაუგეგმავმა დასვენებამ ფეხბურთელებიც მოადუნა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გუნდებმა მხოლოდ თითოოროლა სახიფათო მომენტი გაცვალეს.  30-ე წუთზე ჯერემი მენეზის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის დარაჯმა ანდრეი პიატოვმა მოიგერია. ოლეგ ბლოხინის შეგირდთაგან კი მიზანთან ყველაზე ახლოს ანდრეი შევჩენკო იყო, რომელიც ტაიმის მიწურულს მარცხნიდან შეიჭრა ფრანგების საჯარიმოში და ძლიერადაც “გაისროლა”, მაგრამ თავი უკვე ჰუგო ლორისმა გამოიჩინა.
შესვენების შემდეგ უკრაინელებმა ისევ დუნედ დაიწყეს. ფრანგები კი აშკარად გამოცოცხლებულები ჩანდნენ და მათი გააქტიურება ანგარიშზეც უმალ აისახა. 53-ე წუთზე მეტოქის დაცვის ხაზის ჩავარდნით მენეზმა ისარგებლა.  სამიოდ წუთში პიატოვის კარი უკვე იოჰან კაბაიემ აიღო. სწრაფადვე კაბაიეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მასპინძლები ძელმა იხსნა.
ბლოხინის შეგირდების ჩაგვრა მეორე ტაიმის შუაწელამდე გაგრძელდა. შემდეგ კი ნელ-ნელა ბურთზე კონტროლიც მოიპოვეს, მაგრამ ეს გააქტიურება მოწინააღმდეგის ასანერვიულებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორი ტურის შემდეგ საფრანგეთს ანგარიშზე ოთხი ქულა აქვს, უკრაინას – სამი. ჯგუფური ეტაპი 19 ივნისს დასრულდება. უკრაინელები ინგლისელებს დაუპირისპირდებიან, ფრანგები – შვედებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s