დიდი რუსული იმედგაცრუება

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, რუსეთის ნაკრების მეოთხედფინალს მიღმა დარჩენას ალბათ ვერავინ იფიქრებდა. დიკ ადვოკაატის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული ჩეხეთი 4:1 გაანადგურა და გულშემატკივრები არათუ პლეი ოფზე, ევრო 2012-ის საჩემპიონო შანსებზე აალაპარაკა. პოლონეთთან ნათამაშები ფრეც (1:1) მწვრთნელის ტაქტიკურ გათვლად ჩათვალეს და აბა ასეთი სტარტის შემდეგ, ოდენ ერთქულიანი საბერძნეთისგან ოცნების კოშკების დანგრევაზე ფიქრს აბა ვინ გაბედავდა.
გმირი ადვოკაატი კი სულ რაღაც 90 წუთში ანტიგმირად გადაიქცა და მკაცრმა სანქციამაც არ დააყოვნა:
“ვიდრე ევროპის ჩემპიონატი დასრულდება, ჩვენს ნაკრებს უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება” – გამოაცხადა რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ საბერძნეთთან წაგებული მატჩის დასრულებისთანავე.
დიკ ადვოკაატმა კი მატჩისშემდგომ კომენტარში აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ საოცარი შემართებით მებრძოლ საბერძნეთთან ვერაფერს გახდა.  ბერძნულ შემართებაზე რუს გულშემატკივართა დიდი ნაწილიც საუბრობს და საყვარელი ნაკრების წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზად სწორედ საბრძოლო ჟინის ნაკლებობას მიიჩნევს.
თამაში ბერძნების უპირატესობით დაიწყო. მე-5 წუთზე, კაცურანისის სახიფათო დარტყმის შემდეგ, რუსები მალაფეევმა გადაარჩინა. რამდენიმე წამში უკვე გეკასს შეეძლო გატანა და ბოლო მომენტში მცველებს ვერ აჯობა. ეს იყო და ფავორიტებიც გამოცოცხლდნენ. ტაიმის ბოლომდე ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან არშავინმა, კერჟაკოვმა და ჟირკოვმა გაუშვეს. რუსეთი უკვე აშკარა სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შესვენებაზე 0:1-ით გავიდა.  კარაგუნისმა მსაჯის მიერ დამატებული მე-2 წუთზე მეტოქეთაგან ნაჩუქარი აუტი გოლით დააგვირგვინა. 
შესვენების შემდეგ პირველი რეალური საგოლე შანსი ისევ ფერნანდო სანტოსის გუნდს მიეცა – 70-ე წუთზე ცაველასმა ჯარიმა დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა. დასამახსოვრებელი მომენტები იქამდეც და შემდეგაც ბლომად იყო, ძირითადად რუსების შესრულებით, მაგრამ რეალური ხიფათი მიხალის სიფაკისის კართან 83-ე წუთამდე არ შექმნილა, როდესაც ალან ძაგოევის თავურის შემდეგ ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.
ბერძნებმა ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვეს და ერთ ერთ უსუსტეს ქვეჯგუფში პლეი ოფში გამსვლელი მეორე ადგილი დაიკავეს.
დასასრულ კი ისევ დიკ ადვოკაატის მატჩისშემდგომი კომენტარი:
“რაც შეეხება ჩემი “ეინდჰოვენში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დიდად არ მაინტერესებს, ვინ რას დაწერს. ჩემმა გუნდმა – რუსეთის ნაკრებმა 16 წაუგებელი თამაში ჩაატარა. დღეს კი იღბალი მეტოქის მხარეს იყო” – განაცხადა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. ახლა შეიძლება უკვე ყოფილმაც…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s