მესამე გერმანული სამქულიანი

გერმანიის ნაკრები ერთადერთია ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, ქულა რომ არ დაუკარგავს. იოაჰიმ ლიოვის გაწვრთნელი გუნდი ჯერჯერობით ფავორიტის სტატუსს თამაშითაც ამართლებს და შედეგით ხომ მით უმეტეს.
ორი ტურის შემდეგ გერმანელთა ანგარიშზე 6 ქულა ირიცხებოდა და დასკვნით ტურში ქვეჯგუფიდან პირველი ადგილით გასასვლელად დანიასთან ფრეც აძლევდათ ხელს. ევროპული სპორტული გამოცემებიც აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რომ გერმანელები თავს ზედმეტად აღარ დაიტვირთავდნენ და დანიელებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებოდნენ, მაგრამ ლიოვმა ბევრის გასაკვირად, ამ შეხვედრისთვისაც ოპტიმალური განაცხადი ჩამოწერა.
მე-19 წუთზე ანგარიში ლუკაშ პოდოლსკიმ გახსნა, მარიო გომესის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით. პოდოლსკისთვის ეს  გერმანიის ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-100 მატჩი იყო და იუბილე 44-ე გოლით გაილამაზა.
“დინამიტებმა” ხუთიოდ წუთში გაათანაბრეს – ნიკლას ბენდტნერმა თავით გადაგზავნა ბურთი მანუელ ნოიერის კარის ბაქანთან. იქ კი მიხაელ კრონ-დელი დაუხვდა და თავითვე გაიტანა.
ტაიმის ბოლომდე გერმანელებს ისევ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ თავიანთი შანსები გომესმა და სამი ხედირამ ვერ გამოიყენეს.
შესვენების შემდეგ დანია გააქტიურდა და 58-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა – იაკობ პოულსენის დარტყმული ბურთი ძელს გაეხახუნა. მე-80 წუთზე კი ბურთი მათსავე კარის ბადეში გაეხვა. თავი ლარს ბენდერმა გამოიჩინა, რომელიც იოაჰიმ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ჟერომ ბოატენგის ნაცვლად შეიყვანა.
მეოთხედფინალში გერმანია საბერძნეთს დაუპირისპირდება. თამაში 22 ივნისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s