ნანატრი სამი ქულა და ესპანური საჩუქარი

იტალია მეოთხედფინალშია. კლაუდიო ჩეზარე პრანდელის გუნდმა c ჯგუფში ზედიზედ ნათამაშები ორი ფრის შემდეგ გამარჯვებასაც გაუსინჯა გემო და პლეი ოფში მეორე ადგილით შევიდა.  ნანატრი სამი ქულა აპენინელებმა ჯოვანი ტრაპატონის დამოძღვრილი ირლანდიის ძლევით მიითვალეს. დასკვნით ტურში იტალია საკუთარი თამაშის გარდა ესპანეთი-ხორვატიის დაპირისპირებაზეც იყო დამოკიდებული და საბოლოოდ, ორივე შეხვედრა მისთვის სასურველი შედეგით დაგვირგვინდა.
თამაში დაბალ ტემპში დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტი ტაიმის დასრულებამდე ცამეტი წუთით ადრე შეიქმნა, როდესაც დი ნატალეს დარტყმას სენტ ლეჯერი გადაეფარა. ამავე მცველმა შესვენებამდე დი ნატალეს არც მეორე რეალური შანსი გამოაყენებინა – შეინ გივენთან პირისპირ გასულმა იტალიელმა მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა, მაგრამ ირლანდია ისევ ლეჯერმა გადაარჩინა.
ანგარიში 35-ე წუთზე ანტონიო კასანომ, თავური დარტყმით გახსნა, ანდრეა პირლოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ. 
თამაში შესვენების შემდეგაც იტალიელთა კარნახით გაგრძელდა და გატანის შანსები კვლავ კასანოსა და დი ნატალეს მიეცათ, მაგრამ პირველ ეპიზოდში ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა, მეორეში კი შეი გივენმა იყოჩაღა. ირლანდიელები ჩემპიონატზე პრესტიჟის ქულის აღებას მხოლოდ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. 89-ე წუთზე კი სულაც ათნი დარჩნენ მოედანზე და უმალვე მეორე გოლიც გაუშვეს – საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა მარიო ბალოტელიმ ნახევარბრუნში შესრულებული ულამაზესი დარტყმით დააფიქსირა.
იტალიელი ფეხბურთელები ზეიმს არ ჩქარობდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ესპანეთსა და ხორვატიას შორის მატჩი ჯერ დასრულებული არ იყო. ხორვატებს რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ, “სკუადრა აძურა” მეოთხედფინალს მიღმა რჩებოდა, მაგრამ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა არ გასწირა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s