ევრო-რვეული ინგლისელებმა და ფრანგებმა შეავსეს

ევრო 2012-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და თექვსმეტ ნაკრებს შორის რვა საუკეთესო გამოვლინდა. მეოთხედფინალისტების ვინაობა ყველაზე გვიან D ჯგუფში გაირკვა. ჩეხეთს, საბერძნეთს, გერმანიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და იტალიას გუშინ ინგლისი და საფრანგეთი დაემატნენ.
ბრიტანელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას 1:0 მოუგეს და ევროპირველობის მასპინძელი პლეი ოფს მიღმა დატოვეს.  სამი ქულის მომტანი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში უეინ რუნიმ გაიტანა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის საწყისი ორი ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და პირველად მინდორზე გუშინ გავიდა.
უმთავრესი თავდამსხმელის დაბრუნება როი ჰოჯსონის გუნდისთვის თამაშის წინ დიდი სტიმული იყო. უკრაინელები კი ინგლისთან მატჩს გაცილებით ცუდი განწყობით შეხვდნენ – მასპინძელთა 35 წლის ლიდერი, ანდრეი შევჩენკო მუხლის ტრავმამ შეაწუხა და მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა სასტარტო შემადგენლობა მის გარეშე შეავსო. შევჩენკო შეხვედრაში მხოლოდ 70-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ თავისიანების გადარჩენა ვერ შეძლო.
მარცხის მიუხედავად, უკრაინამ კარგად ითამაშა, პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა და 62-ე წუთზე დედიჩმა გოლიც გაიტანა, მაგრამ… მსაჯებმა არ ჩათვალეს, გადაწყვიტეს რა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. არადა ანგარიში წესების სრული დაცვით გაათანაბრა.
საბოლოოდ ბლოხინის გუნდი ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, ხოლო ინგლისი მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
საფრანგეთმა კი ჯგუფური ეტაპი გვარიანი წაფორხილებით დაასრულა. ლორან ბლანის შეგირდები აუტსაიდერ შვედეთთან 0:2 დამარცხდნენ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს წაგებაც ეყოთ. შვედებმა ევროპირველობის კარი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სებასტიან ლარსონის ლამაზი გოლებით გაიჯახუნეს.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა. ხვალიდან კი მეოთხედფინალები იწყება და აქვე ოთხივე წყვილიც:

ჩეხეთი-პორტუგალია
გერმანია-საბერძნეთი
ესპანეთი-საფრანგეთი
ინგლისი-იტალია

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s