პორტუგალიამ ჩეხეთს ბურთი და ნახევარფინალი დაუმალა

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.  პაულუ ბენტუს გუნდმა 21 ივნისს, ვარშავის სტადიონზე ჩეხეთს უშანსოდ მოუგო და ყველას დაანახა, რომ A ჯგუფი, რომელშიც პირველ ადგილზე სწორედ ჩეხები გავიდნენ, ყველაზე სუსტი იყო ოთხ ქვეჯგუფს შორის. შეგახსენებთ, თავად პორტუგალიელიამ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება B ჯგუფის მეორე პოზიციით მოიპოვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა – საფინალო სასტვენამდე თხუთმეტი წუთით ადრე პეტრ ჩეხის კარი კრიშტიანუ რონალდუმ ლამაზი თავური დარტყმით დალაშქრა და 3 გოლით ბომბარდირთა დავაში გერმანელ მარიო გომეშს, რუს ალან ძაგოევსა და ხორვატ მარიო მანჯუკიჩს გაუთანაბრდა.
პორტუგალიელი ვარსკვლავი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც საუკეთესო იყო მოედანზე. თავისუფლად შეეძლო, ჩეხები კიდევ არაერთხელ დაემწუხრებინა, მაგრამ 79-ე წუთამდე მიზანი ვერაფრით გაისწორა. ყველაზე რეალური მომენტები კი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე და მეორე ნახევრის დასაწყისში ვერ გამოიყენა. ორივე შემთხვევაში ბურთი ძელს მოხვდა.
რონალდუს გარდა საგოლე შანსები ნანის, მოუტინიოს, მეირელეშსა და პერეირასაც მიეცათ, მაგრამ, ხან კარის ჩარჩოს ვერ დაუმიზნეს, ხანაც წინ პეტრ ჩეხი გადაეღობათ.
ჩეხებმა კი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქე გოლკიპერის – რუი პატრიციოს ანერვიულება ერთხელაც ვერ შეძლეს. გაშვებული გოლის შემდეგაც კი ძირითადად თავის დაცვაზე ფიქრი უწევდათ. შიგადაშიგ უსუსურ კონტრშეტევებს წამოიწყებდნენ ხოლმე, რომლებიც ძირითადად ცენტრშივე სრულდებოდა. გამოჩნდა, რომ ევრო 2012-ზე ჩეხეთის ნაკრების მაქსიმუმი მეოთხედფინალი იყო.  პორტუგალია კი 27 ივნისს, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს ან საფრანგეთს დაუპირისპირდება.
აქვე დარჩენილი სამი მეოთხედფინალიც:
22 ივნისი გერმანია – საბერძნეთი
23 ივნისი ესპანეთი – საფრანგეთი
24 ივნისი ინგლისი – იტალია

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s