ნახევარფინალისწინა ვნებები

ორდღიანი პაუზის შემდეგ, ევრო 2012 ნახევარფინალებით გრძელდება. დღეს საღამოს, დონეცკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.  ვისენტე დელ ბოსკესა და ფერნანდუ სანტუშის გუნდებს ევროპირველობის ფინალს თითო ნაბიჯიღა აშორებთ და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ორივე ნაკრების ბანაკში საბრძოლო განწყობაა. ოღონდ ეგაა, თუკი ესპანელები თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, პორტუგალიელებს ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი ელდერ პოშტიგა ტრავმის გამო გამოაკლდათ.  სავარაუდოდ, ბენტუ სასტარტოში უგო ალმეიდას დააყენებს, რომელმაც ჩეხეთთან მატჩში შეცვალა დაშავებული პოშტიგა.
ეს საკადრო ცვლილება პორტუგალიისთვის ნაკლებადმნიშვნელოვანი იქნება, თუკი გუნდის სული და გული კრიშტიანუ რონალდუ თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენას შეძლებს. მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატი ცოტა პასიურად კი დაიწყო, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა ლამის მარტომ მოიგო. თუ დღესაც ჩვეულად ითამაშა, მაშინ მშვენიერ მატჩს უნდა ველოდოთ.
პორტუგალიისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს ურთიერთშეხვედრების საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ. ეს ნაკრებები ერთმანეთს 35-ჯერ შეხვედრიან, უმეტესად, ამხანაგურებში. ესპანელები საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობენ: 17 მოგება, 12 ფრე და 6 მარცხი.
აქვე ერთი სკანდალიც, რომელიც ნახევარფინალის წინ პორტუგალიურმა სპორტულმა გამოცემებმა ააგორეს. ისინი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ესპანეთის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს. პორტუგალიელთა გაღიზიანება შეხვედრის მსაჯად თურქი ჯიუნეით ჩაქირის დანიშვნამ გამოიწვია, აქაოდა, მას ზემოდან პირდაპირ დაავალებენ ჩვენს დაჩაგვრასო.  ჟურნალისტებმა უმალ გაიხსენეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მერვედფინალი, რომელშიც მათმა ნაკრებმა ესპანეთთან 0:1 წააგო და იმ მარცხის მიზეზად პორტუგალიელებმა საშინელი მსაჯობა დაასახელეს.
რამდენად საფუძვლიანია პორტუგალიელთა შიში, ამაღამ, დონეცკში გამოჩნდება.  თუმცა ეჭვს ნამდვილად იწვევს ის, რომ უეფას სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტი ანხელ ვილიარი პარალელურად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა, ხოლო იმავე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი თურქი სენეშ ერზიკია, რომელიც თურმე “ბარსელონასთან” და მის სპონსორ Unicef-თან დაახლოებული პირიცა ყოფილა.
დაბოლოს, მიმდინარე ევროპირველობაზე ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მიერ ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე გავლილი გზა:

ესპანეთი
ესპანეთი – იტალია 1:1
ესპანეთი – ირლანდია 4:0
ხორვატია – ესპანეთი 0:1
ესპანეთი – საფრანგეთი 2:0

პორტუგალია
გერმანია – პორტუგალია 1:0
დანია – პორტუგალია 2:3
პორტუგალია – ჰოლანდია 2:1
ჩეხეთი – პორტუგალია 0:1

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s