ჩემპიონი ფინალშია

ევროპის მოქმედ ჩემპიონს – ესპნეთის ნაკრებს ტიტულის შენარჩუნებას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა დონეცკის “დონბას არენაზე” ევრო 2012-ის ნახევარფინალში პორტუგალიას მოუგო.
გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ბევრი გახსნილ და გოლებით უხვ თამაშს ელოდა, მაგრამ გუნდებმა მაქსიმალურად ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და შედეგად, ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ გაილია. დელ ბოსკემ კვლავ შეიკავა თავი ძირითად შემადგენლობაში ფერნანდო ტორესის დაყენებისგან და იგი მინდორზე არც შეცვლაზე შეუყვანია.
საწყის 20 წუთში პორტუგალია უკეთ თამაშობდა, შემდეგ კი ტერიტორიულ უპირატესობას ესპანეთი დაეუფლა, თუმცა არც ერთ კართან ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შექმნილა. მეორე ნახევარში გამოსარჩევი კრიშტიანუ რონალდუს არაზუსტი საჯარიმო დარტყმები იყო. პორტუგალიელთა დამრტყმელი ძალა თავის გუნდში ყველას კი სჯობდა, მაგრამ ჩვეულად ვერ გაიბრწყინა.
ესპანელთა უპირატესობა დამატებით დროში უკვე აშკარა გახდა. ჯერ იყო და ინიესტას ახლოდან დარტყმის შემდეგ პორტუგალია მეკარე პატრისიომ აშკარა გოლისგან იხსნა.  შემდეგ რამოსმა საჯარიმო ოდნავ ააცილა, ხოლო ნავასს ისევ პატრისიომ არ გაატანინა.
პენალტების სერია გუნდებმა თითო გაცუდებული თერთმეტმეტრიანით დაიწყეს – ალონსოსა და მოუტინიოს მეკარეებმა აუღეს. მერე ესპანელთაგან ინიესტამ და პიკემ გამოიყენეს შანსი, ხოლო პორტუგალიელთაგან პეპემ და ნანიმ.  ცალკე სასაუბრო თემაა რამოსის მიერ პირლოს სტილში გატანილი პენალტი, რომელსაც ბრუნო ალვეშის უშედეგო დარტყმა მოჰყვა – ბურთი ხარიხამ მოიგერია. წერტილი კი ფაბრეგასმა დასვა – 4:2 და ესპანეთი ზედიზედ მესამედ გავიდა დიდი ტურნირების ფინალში. 2008 და 2010 წელი მათი იყო. ახლა კი რა და როგორ იქნება, 1 ივლისს, კიევში გამოჩნდება. 
ფინალის მეორე საგზურისთვის დღეს ერთმანეთს გერმანია და იტალია დაუპირისპირდებიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s