“სუპერმარიოს” დუბლი და გერმანული რეკორდის წერტილი

უკვე მერამდენედ ხდება, ჯგუფური ეტაპიდან გაჭირვებით გასული იტალიის ნაკრები თამაშს საგრძნობლად უმატებს და საჩემპიონო ბრძოლაში ერთვება. “სკუადრა აძურამ” ევრო 2012-ის მეოთხედფინალის საგზური ბოლო მომენტშიღა მოიპოვა, მერე კი ინგლისს საუცხოო ფეხბურთით მოუგო და აგერ, ჩემპიონატს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც გამოაკლო.
გერმანიისა და იტალიის ნახევარფინალის ბედი ფაქტობრივად პირველსავე ტაიმში გადაწყდა. შეხვედრის გმირი მარიო ბალოტელი გახდა. იტალიელთა ჯერ კიდევ ამომავალმა ვარსკვლავმა 2 ულამაზესი გოლი გაიტანა და ჩეზარე პრანდელის გუნდმა ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. იტალიელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე კასანომ ორ გერმანელ მცველს აჯობა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საჰაერო ბრძოლაში ბადშტრუბერს ბალოტელიმ დაასწრო.
თხუთმეტიოდე წუთში, “სუპერმარიოს” მორიგი გასროლის შემდეგ, იოაჰიმ ლიოვის გუნდი ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ბალოტელიმ ლამის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ნოიერს ბურთის მოგერიების უმცირესი შანსიც არ დაუტოვა.
სახიფათო მომენტები შესვენებამდეც და შესვენების შემდეგაც, ორივე კართან ბლომად შეიქმნა. გერმანელთაგან იოზილს, გომესს, ხედირას, კროსსა და ჰუმელსს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ ხან კარს ვერ დაუმიზნეს და ხანაც საუცხოოდ მოთამაშე ბუფონს ვერ აჯობეს.  აპენინელთაგან კი ფინალის საგზურის ნაადრევად განაღდების შანსი ბალოტელიმ, მარკიზიომ, დიამანტემ და დი ნატალემ გაანიავეს.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე იოზილმა პენალტით მაინც გაიტანა, მაგრამ დარჩენილ წუთნახევარში ლიოვის შეგირდებმა სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოასწრეს.
ამ წაგებით, გერმანიამ სარეკორდო სვლა შეწყვიტა – აქამდე ზედიზედ 15 ოფიციალური მატჩი ჰქონდა მოგებული, რაც მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური მიღწევა იყო. იტალიამ კი 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპირველობის ფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. საინტერესოა ისიც, რომ, გერმანელებმა იტალიელების ძლევა დიდ ტურნირებზე ზედიზედ მერვედ ვერ შეძლეს.
ევროპის ჩემპიონი 1 ივლისს კიევში, იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირდებაში გამოვლინდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s