“ფურია როხა” VS “სკუადრა აძურა”

ესპანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოგებით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდით შესვლა შეუძლია, რომელსაც, მინიმუმ უახლოესი 12 წელი ვერავინ გააუმჯობესებს.  ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ აქამდე არავის მოუპოვებია. “ფურია როხას” კი რეალური შანსი აქვს, ევროპის 2008 წლისა და მსოფლიოს 2010 წლის პირველობების ოქროებს, ევრო 2012-ის ოქროც მიამატოს.
ესპანეთს რეკორდს იტალიის ძლევაღა აშორებს. ამ ნაკრებების დაპირისპირებაში პროგნოზის გაკეთება სამი კვირის წინ, ჯერ კიდევ ევროპირველობის დაწყებამდე გაცილებით ადვილი იყო – “სკუადრა აძურამ” წინასაჩემპიონატო ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში რუსეთთან 0:3 წააგო და გულშემატკივრები სერიოზულად ააფორიაქა.
მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი, ჩეზარე პრანდელის გუნდმა თამაში გამოასწორა. ბოლო შეხვედრებში კი სულაც, ისეთი ფეხბურთი აჩვენა, უკვე ჩემპიონობის მთავარ ფავორიტადაც კი ასახელებენ. იტალიას, 30 წლის წინანდელი ტრიუმფალური მუნდიალის შემდეგ, ასეთი ლაღი და შეტევაში მრავალფეროვანი ფეხბურთი არასოდეს უთამაშია.
ფინალმა რამდენიმე საინტერესო კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად, შეძლებს თუ ვერა კასანო_ბალოტელის შემტევი დუეტი პიკე_რამოსის მყარი ბარიერის დაძლევას. მეტად საინტერესოა მსოფლიოს ორი გამორჩეული მეკარის: ბუფონისა და კასილასის და ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის ორი უმთავრესი კანდიდატის: ინიესტასა და პირლოს დაპირისპირება.
იტალია და ესპანეთი მიმდინარე ჩემპიონატზე ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ – ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 1:1 დასრულდა.
ფინალს პორტუგალიელი მსაჯი პედრუ პროენსა გაუძღვება.  მან ევრო 2012-ზე სამი მატჩი იმსაჯა: ესპანეთი – ირლანდია (4:0), შვედეთი-საფრანგეთი (2:0) და იტალია ინგლისი (0:0. პენალტებით 4:2). სწორედ პროენსას ანდო უეფამ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ბაიერნსა” და “ჩელსის” შორის.
დიდ ტურნირებზე იტალიას ესპანეთთან დადებითი ბალანსი აქვს – 30 თამაშიდან 10-ჯერ მოუგო, 8-ჯერ დამარცხდა, 12 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
აქვე ფინალისტების მიერ ევრო 2012-ზე გავლილი გზაც:

ესპანეთი
ჯგუფური ეტაპი
ესპანეთი – იტალია 1:1
ესპანეთი – ირლანდია 4:0
ესპანეთი – ხორვატია 1:0
მეოთხედფინალი
ესპანეთი – საფრანგეთი 2:0
ნახევარფინალი
ესპანეთი – პორტუგალია 0:0 (პენ 4:2)

იტალია
ჯგუფური ეტაპი
იტალია – ესპანეთი 1:1
იტალია – ხორვატია 1:1
იტალია – ირლანდია 2:0
მეოთხედფინალი
იტალია – ინგლისი 0:0 (პენ 4:2)
ნახევარფინალი
იტალია – გერმანია 2:1

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s