200-გრამიანი სკანდალი

ქართველი სპორტსმენებისთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები წარმოუდგენლად ცუდად დაიწყო – 27-28 ივლისს საქმეში საქართველოს დელეგაციის ოთხი წევრი ჩაერთო და წარმატებულად ვერც ერთი ვერ გამოვიდა.  მოკრივე მერაბ თურქაძემ კი სკანდალში გახვევაც მოახერხა. თურქაძე ერთადერთი იყო საქართველოს კრივის ნაკრების წევრთაგან, ვინაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ ლონდონურ რინგზე ასვლა მაინც ვერ შეძლო.
ასეთი რამე მარტო ქართველს თუ დაემართებოდა – თურქაძე წინასაშეჯიბრო სავალდებულო აწონვის პროცედურაზე დასაშვებზე 200 გრამით მძიმე აღმოჩნდა და ტურნირიდან მოხსნეს.
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოკრივე წინა დღეს ჩატარებულ აწონვაზე დასაშვებზე 400 გრამით მსუბუქიც კი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი იტკინა, რამაც ხელი სირბილში შეუშალა და წონა ვეღარ შეინარჩუნა.
მერაბ თურქაძის სკანდალამდე ოლიმპიურ სარბიელზე მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა გავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე.  მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა 64 მონაწილეს შორის 34-ე შედეგი აჩვენა და რახან წილისყრისას სწორედ ამ შედეგებს ითვალისწინებენ, ესებუას წინ საკმაოდ მძიმე შეხვედრები ელის.
ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს, შეჯიბრება ავსტრალიელი დიკინსის იოლად ძლევით გახსნა. ქართველმა წმინდა გდება ბოლო წუთზე შეასრულა. იქამდე კი მეტოქე სამჯერ დააგდო იუკოზე. ისე გამოჩნდა, წაივარჯიშა და იპონიც განგებ დააგვიანა.
ფრანგ მილუსთანაც, შეხვედრის ბოლომდე შუკვანი თავად კარნახობდა ჭიდაობას, მაგრამ უპირატესობა მხოლოდ კინკილა იუკოში ასახა. ორჯერ მსაჯებმა ბეთქილის სასარგებლოდ ვაზარი დააფიქსირეს და გადათქვეს, ხოლო მაშინ, როდესაც საფინალო სირენამდე და მინიმუმ მეოთხედფინალის საგზურამდე 5 წამიღა რჩებოდა, ქართველი ძიუდოისტი მოულოდნელად მოდუნდა, მეტოქეს გდების შესრულების საშუალება მისცა და ლონდონურ ტატამს დაემშვიდობა.
გუშინვე, ოლიმპიურ თამაშებში ველომრბოლი გიორგი ნადირაძეც ჩაერთო, მაგრამ ფინიშამდე მისვლა ვერ მოახერხა.

Advertisements

One response to “200-გრამიანი სკანდალი

  1. ”…ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოკრივე წინა დღეს ჩატარებულ აწონვაზე დასაშვებზე 400 გრამით მსუბუქიც კი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი იტკინა, რამაც ხელი სირბილში შეუშალა და წონა ვეღარ შეინარჩუნა….”… მაშინ, როდესაც საფინალო სირენამდე და მინიმუმ მეოთხედფინალის საგზურამდე 5 წამიღა რჩებოდა, ქართველი ძიუდოისტი მოულოდნელად მოდუნდა…”
    ჰოო, ლუარსაბ თათქარიძის სული უკვდავია ქართველებში…ასეთი სულისკვეთებით ვერც ოლიმპიადას მოვიგებთ და ვერც ომს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s