ქართველები და უცხოური რეკორდები

ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფიდან დაახლოებით 14 საათში, ლონდონის ოლიმპიურ ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ნუგზარ ტატალაშვილი გავიდა, მაგრამ თანაგუნდელისგან განსხვავებით,წარმატებულად ჭიდაობა ვერ შეძლო.  73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატალაშვილს წილისყრაში არ გაუმართლა – პირველსავე წრეში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს, სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგს გადაეყარა და იუკოთი წააგო, რითაც ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგა.
გუშინვე, ქართველი ჩოგბურთელი გოგონები: ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი გავიდნენ უიმბლდონის კორტებზე და ოლიმპიადის პირველსავე წრეში დამარცხდნენ სლოვენიურ წყვილთან, სამსეტიან, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში.
ჩახნაშვილისთვის ოლიმპიადა ამ წაგებით დასრულდა. ტატიშვილი კი ინდივიდუალურ პირველობაზეც გამოდის და უკვე ერთი წრის გადალახვაც მოასწრო. ხოლო მეორეში დღეს, რუს ნადია პეტროვას დაუპირისპირდება.
დღესვე საქმეში ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა და მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეც ჩაერთვებიან. ჭრიკიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორეში მეტოქედ გამოცდილი ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი ეყოლება. ესებუა ოცდამეთორმეტედფინალში ჩილელ დენისე ვან ლამოენს შეხვდება და თუ აჯობებს, მეთექვსმეტედფინალურ სროლებსაც დღეს შეასრულებს.  ბოლქვაძე კი ბრასით 200-მეტრიან დისტანციაზე, საკვალიფიკაციო გაცურვაში ჩაერთვება.
ერთი საინტერესო დეტალიც, ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალმა საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო თხუთმეტ ქვეყანას შორის შეიყვანა.
დაბოლოს ყველაზე დასამახსოვრებელი უცხოური ამბებიც:
ჩრდილოკორეელმა ძალოსანმა კიმ უნ-გუკმა ვაჟებში 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეკორდით იმარჯვა.  ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვაჟთა შორის 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში – ჩემპიონის ტიტული ამერიკელმა მეტიუ გრევერსმა მოიპოვა.  გრევერსმა 52, 16 ნაჩვენები დროით ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s