ქართული წარუმატებლობის და მსოფლიოს დიდი რეკორდის დღე

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი დღის შემდეგ ქართული გუნდის ანგარიშზე ისევ ერთი ოქროს მედალია.  გუშინ საერთო მონაგარის გამდიდრების შანსი ხელიდან ავთანდილ ჭრიკიშვილმა გაუშვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა შეჯიბრება კარგად დაიწყო – ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს წმინდად მოუგო, მაგრამ მერვედფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან ვეღარაფერს გახდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.  უქულოდ ჩამთავრებული ძირითადი დროის შემდეგ, დამატებითში ქართველი ძიუდოისტი საშინლად დაიღალა და მარცხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
გუშინვე ოლიმპიურ სარბიელზე კიდევ სამი ქართველი გავიდა და მათაც მალევე დაკარგეს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი. მშვილდოსნობაში ოცდამეთორმეტედფინალი და მეთექვსმეტედფინალი გაიმართა და მედლისთვის ბრძოლას 64 სპორტსმენიდან 16 საუკეთესო აგრძელებს.  ქრისტინე ესებუამ პირველ ეტაპზე ჩილელ დენისე ვან ლამოენს შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისათვის დამაჯერებელი რევანში აუღო, მაგრამ შემდეგ მეორე ნომრად განთესილ კორეელთან – სუნგ-ჯინ ლისთან 5 ქულით დამარცხდა.
ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ტურნირს მეორე წრეში, რუს ნადია პეტროვასთან სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში წაგებით გამოეთიშა.
17 წლის მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასში, შესარჩევ ეტაპზე პირადი რეკორდი კი გააუმჯობესა, მაგრამ ეს მხოლოდ 29-ე ადგილზე გასასვლელად ეყო 34 მონაწილეს შორის.
არაქართული ამბებიდან გამოსარჩევი ლეგენდარული ამერიკელი მოცურავის, მაიკლ ფელპსის მიერ დამყარებული მორიგი რეკორდია.  ფელპსმა 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ვერცხლის, ხოლო 4X200 თავისუფალი სტილით ესტაფეტაში ოქროს მედალი მოიხვეჭა, ჯამში 19 ოლიმპიური მედალი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით აწ უკვე ყოფილი რეკორდსმენი, საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა მოიტოვა უკან.
16 წლის ჩინელი მოცურავე შივენ იე კი ფრანგ მოცურავე იანიკ ანიელთან, ამერიკელ მოცურავე რაიან ლოხტესა და გერმანელ ცხენოსან მიხაილ იუნგთან ერთად მეოთხე სპორტსმენია, მიმდინარე ოლიმპიადაზე უკვე ორჯერ რომ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s