ქართული სინანულის და ბრიტანული სიხარულის დღე

1 აგვისტო ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდი იმედგაცრუების დღე გამოდგა. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზზე ორი ისეთი სპორტსმენი გავიდა, რომელთაც ჯერ კიდევ შეჯიბრების გახსნამდე მთავარ ფავორიტებში ასახელებდნენ, მაგრამ საბოლოოდ არათუ ჩემპიონობას, სამეულსაც ვერც ერთი ვერ შეწვდა.
ყველაზე მოულოდნელი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანის საწყის ეტაპზევე წაგება იყო. ევროპის მოქმედ ჩემპიონს წილისყრამ მეოთხედფინალამდე საკმაოდ სასურველი მეტოქეები შეახვედრა და შესაბამისად, ოპტიმისტური განწყობაც ერთიორად გაიზარდა.  მაგრამ ლიპარტელიანმა მხოლოდ პირველი ბარიერის გადალახვა შეძლო – ოლიმპიადაზე რეგიონული ქვოტით გასულ კამერუნელ დიედონ დოლასემს სამი გაფრთხილებით აგროვებული ვაზარით აჯობა. მერვედფინალში კი უსახელო ავსტრალიელ მარკ ენტონისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
უტიტულოდ დაემშვიდობა ლონდონი 2012-ს ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. ოლიმპიური თამაშების 7-გზის მონაწილემ და სამივე სინჯის მედლის მომგებმა სპორტსმენმა 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაციაში, 40 სპორტსმენს შორის მე-15 ადილი დაიკავა. ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გავიდა.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეჯიბრის გამარჯვებულმა, სახრეთკორეელმა კიმ ჟანმიმ 591 ქულა დააგროვა და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.
ქართველებისგან განსხვავებით, ბრიტანელებისთვის 1 აგვისტო სიხარულის დღე იყო. 5-დღიანი ლოდინის შემდეგ ოლიმპიადის მასპინძლებმა ერთბაშად 2 უმაღლესი სინჯის მედლით გაიხარეს.  ჯერ ნიჩბოსანმა ქალებმა – ჰელენ გლოვერმა და ჰეთერ სტანინგმა – იმარჯვეს ორადგილიანი ცალმოსასმელიანი უმესაჭეო ნავებით შეჯიბრში, შემდეგ კი წლევანდელი ტურ დე ფრანსის ჩემპიონმა ბრედლი უიგინსმა 44-კილომეტრიან დისტანციაზე აჯობა ყველას. უიგინსი ერთ სეზონში ტურისა და ოლიმპიური თამაშების მომგები პირველი ველომრბოლია. 
გუშინ ცურვაში მსოფლიოს ორი რეკორდი დამყარდა და ორივე 200 მეტრზე ბრასით ცურვაში. მამაკაცებში უნგრელი დანიელ დიურტა ჩაეწერა ისტორიაში, ხოლო ქალებში – ამერიკელი რებეკა სონი.
ფეხბურთელთა პირველობაზე მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა – ბრიტანეთი სამხრეთ კორეას შეხვდება, ბრაზილია – ჰონდურასს, იაპონია – ეგვიპტეს, სენეგალი – მექსიკას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s